შემაშფოთებელია, როდესაც ევროპარლამენტიდან ხშირად ფუნქციადაკარგული ლიდერები შეშფოთებულ განცხადებებს აგზავნიან საქართველოში და შეშფოთების საფუძველს თავად ქმნიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა. მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონი" არის ქართული და ემსახურება სწორედ ქართული სახელმწიფოს ძლიერებას „როდესაც დღეს, ამ ვითარებაში ქუჩა არის ასე ვთქვათ გაცხელებული და იმის მაგივრად, რომ დამამშვიდებელი განცხადებები გააკეთონ, პირიქით, მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ და არქმევენ ამ აგრესიული ჯგუფების გამოსვლას დემოკრატიის ხმას და დემოკრატიულ ქმედებად აფასებენ. პოლიტიკური უმცირესობის მხარდაჭერილი ასეთი აგრესიული ახალგაზრდები შეტევას ახორციელებენ საკანონმდებლო ორგანოზე და ეს არის ცალმხრივი ძალადობის ფაქტები, როდესაც პოლიციას ეძებენ აგრესიისთვის და პირიქით - თავდასხმისთვის. შემდეგ სულ კეთდება ასეთი აგრესიული ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მხოლოდ კანონის მიღება-არმიღებაში არ არის საქმე. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ქართული კანონი და ემსახურება სწორედ ქართული სახელმწიფოს ძლიერებას. ის რომ არის ქართული და ამას რომ ემსახურება, სწორედ ამიტომ ებრძვიან", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|