რეზონანსი
09.05.2024

სირცხვილია ამაზე საერთოდ საუბარი, უკანონო ჩანაწერების განხილვა და ფაბრიკაციებში შესვლა,- ამის შესახებ პარტია „ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, უკანონო ჩანაწერების საკითხი არავის აინტერესებს.

„სამარცხვინო ამბავია რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჯერ ერთი, ეს არის ფაბრიკაცია, აბსოლუტურად ყველა. მერე არის, უკანონოდ სადღაც რაღაც დამონტაჟებული, კომპიუტერში უკანონოდ შესული და მოსმენილი. სირცხვილია ამაზე საერთოდ საუბარი, უკანონო ჩანაწერების განხილვა და ფაბრიკაციებში შესვლა. არავის ეს არ აინტერესებს, ჩავლილი აქვს ამ მატარებელს. „ქართული ოცნების" მატარებელი გასულია სადგურიდან და მიდის მოუსავლეთში. დროზე ჩამოხტნენ იმიტომ, რომ ეს ცუდი მატარებელია ძალიან", - აღნიშნა გვარამიამ.

for.ge მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს დასცინიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×