რეზონანსი
09.05.2024

„ევროპული საქართველოს" წევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს „რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე". ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„მეგობრებო, ვინმეს თუ ჩემი ხედვა გაინტერესებთ, რეჟიმის ცვლილებას როგორ ვხედავ, ის აი ასეთია:

1. პროტესტი გრძელდება რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე (სექტემბერში ახალი ძალით ახლდება, თუ საჭიროა - არაა საჭირო დასუსტება მისი მუდმივობით)

2. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება რეჟიმის ცვლილების შემდეგ აუცილებელი ფუნდამენტური რეფორმების პრინციპებზე (დღეს ვაქვეყნებთ ამ პრინციპებს და ნახავთ).

3. დისფუნქციური რეჟიმი ატარებს არჩევნებს იმ ცესკოთი, რასაც საპროტესტო კომიტეტი შეარჩევს (სსრკ-ის ნგრევის შემდეგ როგორც კომუნისტებმა ჩაატარეს).

4. ახალი, პროპორციული სისტემით და ხალხის მანდატით არჩეული ხელისუფლება იწყებს რეფორმებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი რესპუბლიკის დასაფუძნებლად, იწყება ევროკავშირთან დიალოგი, ვიღებთ მაპს.

ესაა ჩემი გეგმა.

ჭირი იქა, ლხინი აქა!

(სილამაზე სიმარტივეშია და ასე მარტივად გამოვა, თუ გამოვა)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×