რეზონანსი
09.05.2024

ნალიტიკოსი გია აბაშიძე, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 ადამიანის დაკავების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც იგი წერს, ინსინუაციები დაკავებული ეჭვმიტანილების ე.წ. პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით მიუღებელია.

“ძალადობრივი ექსტრემიზმი და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა არცერთ კრიმინალს შერჩება. კანონი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონობს. სამარცხვინო ინსინუაციები დაკავებულ ეჭვმიტანილთა ე.წ. "პოლიტიკურ დევნაზე" არის და იქნება სამარცხვინო და კატეგორიულად მიუღებელი!

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა”, - წერს გია აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×