გვანცა წულაია 08.05.2024
საპენსიო სააგენტოში სხვადასხვა სახის ცვლილებების შემოღება იგეგმება. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დარეგულირება კანონით მოხდება, რომელსაც ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიესალმება, მეორე ნაწილი კი, პირიქით, დიდ პრობლემას ხედავს.
|
ქეთო გოგოხია 08.05.2024
შუა დერეფანზე მოთხოვნა არნახულად იზრდება. გლობალური საერთაშორისო გამოცემები ამ დერეფნის გაძლიერებული როლის შესახებ სისტემატურად წერენ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ვერ ეწევა. ახლა მთავრობას გაძლიერებული მუშაობა უწევს, რომ გაზრდილ მოთხოვნას ფეხი აეწყოს და სარგებელი, რაც უნდა შუა დერეფნის მეშვეობით მიიღოს ქვეყანამ, მაქსიმალურად იქნას ათვისებული.
|
გვანცა წულაია 07.05.2024
რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალავა შესაძლოა, მალევე შეაჩეროს. ამ წინანადებას რუსეთში უახლოეს მომავალში განიხილავენ და იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა დროებით მაინც გაუქმდება, საქართველო იაფი საწვავის შესყიდვას კვლავ რუსეთიდან მოახდენს.
|
გვანცა წულაია 07.05.2024
„უცხო ქვეყნის გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები კეთდება. მაშინ, როდესაც კანონი კერძო სექტორს საერთოდ არ ეხება, ცალკეული ბიზნესმენები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდული მაღაზიების ნაწილი საქართველოს დატოვებს, რასაც პოლიტოლოგები და ექსპერტები პროპაგანდას და ტყუილს უწოდებენ.
|
ქეთო გოგოხია 06.05.2024
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ასევე რეგიონში პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობი პირობებშიც საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდება. ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის კუთხით რისკები ფაქტობრივად დაძლეულია.
|
ირმა ჩიტაია 06.05.2024
საქართველოს მოსახლეობა საბინაო კრიზისის წინაშეა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის უძრავი ქონების შეძენა მიუწვდომელია. ამასთანავე, ბინებისა თუ მიწების ფასი ყოველდღიურად ძვირდება. არსებობს იპოთეკური სესხებიც, თუმცა იმდენად მაღალი პროცენტებია, რომ მყიდველს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში უწევს მისი გადახდა, რაც ორჯერ და სამჯერ აძვირებს ბინის საფასურს.
|
ქეთო გოგოხია 06.05.2024
გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასის კლება აღინიშნება. ტენდენცია დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. ამის მიზეზად სპეციალისტები აშშ-ში ნავთობის რეზერვების ზრდას მიიჩნევენ. გარდა ამისა, იმატა მოქმედი ჭაბურღილების რაოდენობამაც, რაც ფასზეც ადეკვატურად აისახა. თუკი არსებული მოცემულობა გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ქართულ ბაზარზეც ექნება. ჯერჯერობით კი ტენდენცია საპირისპიროა. ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი რამდენიმე თეთრით გაძვირდა კიდეც, რაზეც გარკვეულ გავლენას რუსეთიდან იაფი საწვავის იმპორტის შეჩერებაც ახდენს.
|
ირმა ჩიტაია 02.05.2024
საქართველოში მოსახლეობა ნაადრევად ბერდება. ეს კი ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული პრობლემა კვლავ აქტუალურია. პროცესის გაღრმავებას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიგრაცია, რომელიც მუდმივად მზარდია. უკვე პრობლემები იქმნება ეკონომიკაში, ბიზნესში, სადაც ახალგაზრდა კადრების მწვავე დეფიციტია.
|
გვანცა წულაია 02.05.2024
საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეეხო. პრემიუმ ბინების ღირებულება კი ადრეც და ახლაც კვლავ მაღალია, თუმცა პროცენტულად კლება ამ სეგმენტშიც შეინიშნება.
|
გვანცა წულაია 02.05.2024
საქართველოში ინფლაციის ტემპი მოიმატა. აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტემპის ზრდა ტრანსპორტის სექტორში მომატებულ ფასს უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, წლიურ ჭრილში საწვავის გაძვირებით არის განპირობებული. საინტერესოა, რა იქნება შემდეგ თვეებში და გაგრძელდება თუ არა ინფლაციის ვექტორი მაღლა სვლა?
|
ქეთო გოგოხია 01.05.2024
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო კრედიტების გაცემის კუთხით პოლიტიკა შეცვალა და მინიმალური ზღვარი ერთბაშად 400 000 ლარამდე გაზარდა, რასაც პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა. ფინანსური ბაზრის მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სებ-ის ნაბიჯი უდავოდ დადებითია, რაც ლარიზაციას გააძლიერებს.
|
გვანცა წულაია 01.05.2024
ქართულ პოლიტიკაში ბიზნესის ჩათრევა მაინც მოხდა. კერძო სექტორის ნაწილი, გამჭირვალობის მომხრეა, თუმცა მეორე მხარე "ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოწოდებს. ეკონომისტები კი აცხადებენ, ბიზნესის განცხადებები მხოლოდ მათი პოზიციის დაფიქსირება არ არის და შესაძლოა, ამან უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|