ელზა პაპოშვილი 14.07.2024
ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გარდაცვლილი 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანმა დამ სასაამრთლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მის დაზე ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფიზიკურად იძალადა.
|
ელზა პაპოშვილი 12.07.2024
რას ემსხვერპლა 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე? ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გამოძიება გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, იყო თუ არა ადგილზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული.
|
ელზა პაპოშვილი 11.07.2024
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უწყების ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.
|
ელზა პაპოშვილი 10.07.2024
სასტიკი მკვლელობა საჩხერეში - „რეზონანსისთვის“ დურმიშიძის ქუჩაზე მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მეზობელმა კუტალაძეების ოჯახში თბილისიდან სტუმრად ჩასული 45 წლის კახა ლობჯანიძე ავტომატით შემთხვევითი გასროლის შედეგად მოკლა.
ირკვევა, რომ დაკავებული 29 წლის ბიჭს, გუშინ სიძის ოჯახში კონფლიქტი მოუვიდა. ე.წ. საქმის გასარჩევად მისულმა მამაკაცმა მანქანიდან ავტომატის ჯერი ავტოფარეხს გადაატარა. ხოლო კახა ლობჟანიძე, რომელიც სიძის მამიდაშვილია, ეზოში იმყოფებოდა და მას გასროლილი ერთ-ერთი ტყვია ზურგის არეში მოხვდა, ის ადგილზე გარადაიცვალა.
|
ნატალია ჯვარიძე 10.07.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან თავი შეიკავონ.
|
ელზა პაპოშვილი 09.07.2024
37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის, ცემის და გაუპატიურების ფაქტზე, ორდღიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 30 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევია. რაც შეეხება 37 წლის ქალს, რომელზეც ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი გააუპატიურა, უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში რჩება.
|
ელზა პაპოშვილი 08.07.2024
საზარელი ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტიან - 37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე, 30 წალამდე კაცმა ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი გააუპატიურა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთ სოფელში, ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რომელმაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა. მათი თქმით, კაცმა გაქცევა მოასწრო.
|
ელზა პაპოშვილი 07.07.2024
პოლონეთში ქურდობისთვის ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი პოზნანის, ლეზნოს, ვრზენიის, სლუპჩას, ნოვი ტომისლის, კოშიანისა და გნიეზნოს ოლქებში ძვირდაღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს იპარავდა.
|
ელზა პაპოშვილი 05.07.2024
თვითმკვლლეობა თუ მკვლელობა - ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თემქის მე-6 მიკრორაიონში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. დილით ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხმაურის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს კი საზარელი სურთი დახვდათ, 30 წლამდე ქალი კორპუსთან გარდაცვლილი იყო.
|
ელზა პაპოშვილი 04.07.2024
გორში გლოვაა - ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი კახა ზურაბიშვილი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს. ავიაკატასტროფა ბოლნისში 2 ივლისს მოხდა. თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა სოფელ დისველში განიცადა, რის შემდეგაც პილოტი დაიღუპა.
|
რეზონანსი 03.07.2024
სისხლიანი დაპირისპირება გორში - როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში 40 წლამდე კაცს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მას დაზიანებები თვალისა და მხრის არეში აღენიშნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი თქმით, დაზარალებული მამაკაცი ადგილობრივი არ არის და ის სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი გორში ქუთაისიდან იყო ჩასული.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.07.2024
„არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა", - აცხადებს ეროვნული ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე 2 ივლისს ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარ გაუგებრობაზე. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ღონისძიების კადრები, სადაც ისმის საღამოს ერთ-ერთი წამყვანის დიმიტრი ობოლაძის ფრაზა „შენ არ გამოდიხარ", ამას კი ფეისბუქ-მომხმარებელთა ნაწილის მხრიდან ისეთი ელფერი მიეცა, თითქოს ობოლაძემ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის ნება არ დართო და ფეხბურთელს პოლიტიკური ნიშნით ავიწროვებდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|