ნატალია ჯვარიძე
03.07.2024

2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს, რასაც ოპონენტებს არ სჯერათ და აცხადებენ, რომ პროექტის გარშემო ბევრი კითხვა გაჩნდა.

ელზა პაპოშვილი
03.07.2024

ამზადებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების  ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს? - ეს მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა. 

როგორც მმართველ გუნდში მიიჩნევენ, ასეთი განცხადებები ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია და ის რეალურად არ არსებობს. ამიტომ რაიმე ახალ სანქციებს არ ელიან. 

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2024

„თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს. ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს," უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს.

ნატალია ჯვარიძე
03.07.2024

იმ შემთხვევაში თუ ამერიკის არჩევნებში ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, იგი პუტინს შესთავაზებს გარიგებას, რომლის მიხედვითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე და საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე. ამას გარდა, ტრამპი მზად იქნება პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს და ომის დასრულების სანაცვლოდ მას უკრაინის ტერიტორიები დაუთმოს. ამის შესახებ ამერიკული ონლაინ გამოცემა „პოლიტიკო" ტრამპის ორ ყოფილ მრჩეველზე დაყრდნობით წერს.

ელზა პაპოშვილი
02.07.2024

რა კონფიგურაციით წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე „ერთობის დეკლარაციის“ ირგვლივ გაერთიანებული სუბიექტები, 8 ივლისამდე უნდა გაირკვეს. დეკლარაციას, რომელსაც 6 პარტიამ ხელი ბრიუსელში მოეწერა, ამომრჩეველს დაპირდა, რომ ზუსტად ერთ კვირაში ეტყვიან ვინ ვისთან და რა სახის თანამშრომლობას აპირებენ.

გაჩნდა მოლოდინი, რომ  „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომლებმაც „ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს, გაერთიანებაზე ან რაიმე სახის თანამშრომლობაზე განცხადება უნდა გააკეთონ. 

თამთა ჩაჩანიძე
02.07.2024

მომავალ კვირას ნატოს საიუბილეო სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოც მონაწილეობს, ვაშინგტონში საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მალე გაემგზავრება, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. იგი დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.07.2024

არასამთავრობო სექტორის ნაწილი პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს" აფუძნებს, მისი ერთ-ერთი ლიდერი „გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციების ორგანიზატორი და "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" დირექტორი ლევან ცუცქირიძეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება „აუცილებლად" უნდა შეიცვალოს, თუმცა მომავალმა ხელისუფლებამაც ხალხისთვის მიცემული სიტყვა არ უნდა გატეხოს.

თამთა ჩაჩანიძე
01.07.2024

ზაფხული პოლიტიკურად არააქტიური სეზონია, რომლის გასვლის შემდეგ, მალევე არჩევნებია, 4-თვიანი შუალედია დარჩენილი წინასაარჩევნო კამპანიისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბერი ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს შუალედი უქმად არ უნდა დაიკარგოს.

ნატალია ჯვარიძე
01.07.2024

უნგრეთი დღეიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი პოლონეთი გახდება. საინტერესოა საქართველო-უნგრეთის დაახლოების ფონზე როგორ აისახება ეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ევროკავშირში.

ნატალია ჯვარიძე
01.07.2024

პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და მერვედფინალში გასვლით ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ესპანეთთან (1:4) თამაშის დასრულების შემდეგ ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა გვარაცხელიამ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ გამოცდილება აკლდათ, თუმცა, შემდეგში უფრო მეტის გაკეთებას ეცდებიან.

თამთა ჩაჩანიძე
01.07.2024

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ინტერესი ძლიერდება - ვაშინგტონის 9-11 ივლისის სამიტზე პარტნიორობის ფორმატში საქართველო სომხეთი და აზერბაიჯანი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეა მიწვეული. თბილისისა და ერევნის საგარეო უწყებებმა დაადასტურეს, რომ სამიტს დაესწრებიან, ჯერჯერობით უცნობია რა გეგმა აქვს ბაქოს.

თამთა ჩაჩანიძე
30.06.2024

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შთამბეჭდავმა დებიუტმა ქვეყანის შიგნით გააჩინა და გააძლიერა ეროვნული ერთიანობის განცდა, ქვეყნის გარეთ კი გაზარდა საქართველოს ცნობადობა და დადებითად შეცვალა ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ. თუმცა, რამდენად მოახდენს გავლენას ეს ცვლილებები თუნდაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ეს უკვე მეორე საკითხია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×