ელზა პაპოშვილი 02.07.2024
რა კონფიგურაციით წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე „ერთობის დეკლარაციის“ ირგვლივ გაერთიანებული სუბიექტები, 8 ივლისამდე უნდა გაირკვეს. დეკლარაციას, რომელსაც 6 პარტიამ ხელი ბრიუსელში მოეწერა, ამომრჩეველს დაპირდა, რომ ზუსტად ერთ კვირაში ეტყვიან ვინ ვისთან და რა სახის თანამშრომლობას აპირებენ.
გაჩნდა მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომლებმაც „ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს, გაერთიანებაზე ან რაიმე სახის თანამშრომლობაზე განცხადება უნდა გააკეთონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.07.2024
მომავალ კვირას ნატოს საიუბილეო სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოც მონაწილეობს, ვაშინგტონში საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მალე გაემგზავრება, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. იგი დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
|
ნატალია ჯვარიძე 02.07.2024
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში პირველად ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორბანის ავტომობილი დღეს დილით უკრაინაში უნგრეთის საელჩოსთან მივიდა. იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
|
ნატალია ჯვარიძე 02.07.2024
აშშ-ს საპრეზიდენტო დებატებისას „რესპუბლიკელთა" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკრაინაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ომს შეაჩერებს. ამის შემდეგ, ამერიკული მედია წერს, რომ ბაიდენის წარუმატებელმა გამოსვლამ დააჩქარა ნატოს რიგი ღონისძიებების მომზადება, რომელიც უკრაინის დახმარებას გულისხმობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.07.2024
არასამთავრობო სექტორის ნაწილი პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს" აფუძნებს, მისი ერთ-ერთი ლიდერი „გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციების ორგანიზატორი და "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" დირექტორი ლევან ცუცქირიძეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება „აუცილებლად" უნდა შეიცვალოს, თუმცა მომავალმა ხელისუფლებამაც ხალხისთვის მიცემული სიტყვა არ უნდა გატეხოს.
|
ქეთო გოგოხია 01.07.2024
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ექიმებსა და მედიკამენტებზეა დამოკიდებული. კვლევების გარეშეც, კლინიკების და სააფთიაქო ქსელების საქმიანობის თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ექიმებსა და სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა კატასტროფულად მატულობს. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ექიმების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რაც ცხოვრების განსხვავებულ წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. ფაქტობრივად, ექიმებში სიარული და წამლების მოხმარება ცხოვრების წესად იქცა, რასაც სარგებლის ნაცვლად, ადამიანებისთვის ზიანი მოაქვს.
|
გვანცა წულაია 01.07.2024
საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში დამაჯერებლად იზრდება. სტატისტიკური ციფრები, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ასახავს, მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტეროა, რამდენად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა მშპ-ს ზრდას ან როდის იგრძნობენ ციფრებში გამოხატულ წინსვლას უშუალოდ მოქალაქეები?
|
ელზა პაპოშვილი 01.07.2024
რა გახდა მთაწმინდაზე მამუკა ლომიძის მკვლელობის მოტივი, ოჯახს დღემდე არა აქვს პასუხი. როგორც მოკლული ახალგაზრდის ახლობლები ამბობენ, საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება, თუმცა, მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იტოვებს.
|
ქეთო გოგოხია 01.07.2024
რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა ნაწილობრივ გაიხსნა. როგორ განვითარდება მომავალში და რა შესაძლებლობები ექნება ენერგეტიკულ სექტორს ბირჟის ამოქმედებით, დიდწილად იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს პოზიციაზე, რამდენად ჩაერევა მისი მუშაობის პროცესში და ექნება თუ არა დამოუკიდებლად ფუნქციობის შესაძლებლობა. ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს. შესაბამისად, გაუგებარია, რა შეღავათი ექნება სექტორს. ცხადია, ენერგეტიკული ბირჟა სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შესაძლებელია ინვესტიციები მოიზიდოს და გენერაციის ობიექტებისა და გამომუშავების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი.
|
ელზა პაპოშვილი 01.07.2024
რა მოხდება და როგორ გავლენას მოახდენს საფრანგეთის არჩევნები მსოფლიოზე, თუკი მეორე ტურში გამარჯვება კვლავ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ერთობის“ პარტიამ მოიპოვა. რა პროცესები დაიწყება ქვეყნის შიგნით და რა გავლენა ექნება მას ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკაზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.07.2024
ზაფხული პოლიტიკურად არააქტიური სეზონია, რომლის გასვლის შემდეგ, მალევე არჩევნებია, 4-თვიანი შუალედია დარჩენილი წინასაარჩევნო კამპანიისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბერი ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს შუალედი უქმად არ უნდა დაიკარგოს.
|
ნატალია ჯვარიძე 01.07.2024
უნგრეთი დღეიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი პოლონეთი გახდება. საინტერესოა საქართველო-უნგრეთის დაახლოების ფონზე როგორ აისახება ეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ევროკავშირში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|