გვანცა წულაია
16.07.2024

ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია და ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ბევრი ტურისტი შეინიშნება საქართველოს რეგიონებში და ცხელი სეზონისთვის მოულოდნელად განსაკუთრებით გააქტიურდა კახეთის მიმართულება. 

გვანცა წულაია
16.07.2024

 

ლარის კურსი პრაქტიკულად იმ ნიშნულზეა, რა ნიშნულიდანაც მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. 1 დოლარის ღირებულება უკვე 2.70 ლარს ჩმოსცდა. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ეროვნული ვალუტა დღითი დღე მყარდება. გაცვლითი კურსი ახლა რეალობის შესაბამის ჩარჩოშია მოქცეული და არაა გამორიცხული, რომ ცხელი სეზონის გააქტიურებასთან ერთად, ლარმა პოზიციები უფრო მეტადაც გაიუმჯობესოს. შემდეგ კი დაიწყება ყველაზე რთული შემოდგომის თვეები, როდესაც რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

ქეთო გოგოხია
15.07.2024

ავტომობილების ხმაური, განსაკუთრებით ღამის საათებში, სტრესს იწვევს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ხმაურთან დაკავშირებით კანონი მოქმედებს, წესებს არავინ იცავს და აღსრულების მხრივაც პრობლემაა. ამ საკითხის მოგვარების გზად სპეციალისტები საკანონმდებლო ცვლილებაში ხედავენ და აცხადებენ, რომ კანონი გასამკაცრებელია. ავტომობილი, გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს და საცობების, დროის დეფიციტის პრობლემასაც იწვევს, ხოლო მისგან გამოწვეული ხმაური კი მოქალაქეებისთვის ასევე სერიოზული საფრთხეა.

ირმა ჩიტაია
15.07.2024

წყლის მიწოდების პრობლემამ დედაქალაქის მაცხოვრებლების ზაფხული კოშმარად უქცია. პრობლემამ, ფაქტობრივად, ყველა უბანში იჩინა თავი, რაც ,,ჯორჯიიან პოუთერ ენდ ფაუერის" უპასუხისმგებლო საქმიანობის შედეგია. ხშირია ავარიული გათიშვები. გვიანდება აღდგენითი სამუშაოები, რამაც მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 

ქეთო გოგოხია
15.07.2024

სიღარიბის განმსაზღვრელი კრიტერიუმი გადასახედია. არსებული მეთოდოლოგიით, რითაც ქვეყანა ამ სტანდარტის დადგენისას ხელმძღვანელობს, ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე სინამდვილეშია. კერძოდ, შემწეობის მიმღები პირების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი ღარიბი და ღატაკია, რაც არ შეიძლება სიმართლე იყოს. ამიტომ სიტუაცია არის გამოსასწორებელი, მაგრამ კონკრეტული რეცეპტი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მუშაობა დასაწყებია, რაზეც სპეციალისტები პირდაპირ საუბრობენ.

ირმა ჩიტაია
11.07.2024

ლარის კურსი თითქმის დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ეროვნული ვალუტა დღითი დღე მყარდება. საკითხს უკვე პრემიერიც გამოეხმაურა და პირველად აღნიშნა, რომ ის, რაც ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ხდებოდა, სპეკულაციისა და აჟიოტაჟის შედეგი იყო.

გვანცა წულაია
11.07.2024

ეკონომიკურმა განვითარებამ ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობაა გააჩინა. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზრდება. თანხა გადანაწილდება და სხვადასხვა სტუქტურაში მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ხარჯვითი ნაწილი იმაზე მეტად მოიმატებს, ვიდრე რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ივარაუდა.

გვანცა წულაია
11.07.2024

თბილისის მერიაში სატრანსპორტო პოლიტიკით თავს იწონებენ, მაგრამ მარტოოდენ ავტობუდების რაოდენობის გაზრდით დედაქალაქის ქუჩებში გაადგილება ვერ გვარდება. საცობი თბილისის ყოველდღიურობად იქცა, ამიტომ დარგის სპეციალისტები მეტროპოლიტენის განვითარებაზე საუბრობენ. 

გვანცა წულაია
10.07.2024

თავსმოხვეული პროტესტის გამო საქართველოში არაერთი პროექტი დაპაუზებულა ანდა საერთოდ გაჩერებულა. ასეთი რამდენიმე აშკარა შემთხვევა ყველაზე მეტად ენერგეტიკის სექტორში  მოიძებნება. ის, რაზეც აქამდე  ეჭვი არსებობდა, სემეკის თავმჯდომარემ დაადასტურა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები ჰესების აშენების ეწინააღმდეგებიან და ობიექტის მშენებლობის ადგილას პროტესტის მოსაწყობად ხშირად ჩადიან. არადა, ამ დროს ენერგეტიკას ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს და მისი სწორად განვითარება სასიცოცხლოდ აუცილებელია. 

ქეთო გოგოხია
10.07.2024

ეკოლოგიური კატასტროფა შესაძლოა, თბილისსაც დაემუქროს, რაც ჰაერის  დაბინძურებით იქნება გამოწვეული. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, „ქალაქი არ ნიავდება“, რასაც  ხელს უკონტროლო მშენებლობა უშლის. მიჩნეულია, რომ დედაქალაქში  ჰაერის დაბინძურების წყარო ავტოტრანსპორტია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. აკადემიკოს სიმონ ბარამიძის შეფასებით, ამ მხრივ საყურადღებოა გათბობის ქვაბების გამონაბოლქვი, რომელიც ასევე ემატება ქალაქს და მძიმე ვითარებას ქმნის.

გვანცა წულაია
09.07.2024

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ასე განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და თან თქვა, რომ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. საინტერსოა, ეს გარემოება როგორ იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და რაიმე მიმართულებით ხომ არ შეიქმნება პრობლემა, მაგალითად, საინვესტიციო გარემოს. 

გვანცა წულაია
09.07.2024

მსოფლიო ბანკის მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11.75%-ით გაიზარდა და 86.6 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა. საქართველო იმ 30 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებმაც გასულ წელს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდა ორნიშნა მაჩვენებლით მოახერხა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×