ნატალია ჯვარიძე
26.07.2026

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, ოპოზიციის წინაში რაიმე დათმობებზე წავიდეს და ახალ საპროტესტო კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს, მხოლოდ პიარის თვალსაზრისით ექნება მნიშვნელობა.

ნატალია ჯვარიძე
26.07.2026

24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბურმა ავარიულმა გათიშვამ მთელი საქართველო მოიცვა. სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უჩვეულო სისტემური შეფერხების ყველა დეტალი უნდა დადგინდეს. ოპოზიციაში ყურადღებას ენერგოსისტემის დაუცველობასა და მთავრობის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ.

მარიამ ვეკუა
25.07.2026

ვიქტორ ყიფიანისა და მისი ახალი პარტიის, „ჯერ საქართველოს" ინიციატივამ სამართლიანი არჩევნების გარშემო კონსოლიდაციაზე, ოპოზიციურ სპექტრში ტაქტიკური გადანაცვლება გამოიწვია. იდეას, რომელიც ბოიკოტის წინააღმდეგ პროცესში ჩართულობასა და საზოგადოებრივ მობილიზაციას ითვალისწინებს, უკვე შეუერთდა „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, მხარდაჭერას გამოხატავს „ლელოც". ექნება თუ არა ამ ახალ ინიციატივას არსებითი შედეგი, თუ საქმე გვაქვს ოპოზიციონერების მორიგ ანონსთან, რომელსაც რეალური განხორციელება არ უწერია?

ნატალია ჯვარიძე
24.07.2026

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა - ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. გადაწყვეტილებას, რომელსაც ოპოზიციაში „უკიდურესად მძიმე პოლიტიკურ განაჩენს" უწოდებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „წუხილით" ეხმაურება. მმართველი გუნდი კი იმედოვნებს, რომ ექვსთვიან ვადაში სანქციები გადაიხედება.

ნატალია ჯვარიძე
23.07.2026

საქართველოს მთავრობა აზიის ქვეყნებთან ეკონომიკურ და სატრანზიტო დაახლოებას აქტიურად განაგრძობს. რეგიონის ქვეყნებთან გახშირებული მაღალი დონის ვიზიტებისა და სატრანზიტო მარშრუტების ოპტიმიზაციის ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ამას მრავალვექტორული პოლიტიკის წარმატებად განიხილავს, ხოლო მეორე ნაწილი ხაზს უსვამს, რომ "შუა დერეფნის" განვითარება დასავლეთის გარეშე წარმოუდგენელია.

ნატალია ჯვარიძე
23.07.2026

გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. თვეების დაგვიანებით ჩატარებულ ოფიციალურ ცერემონიას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი ამ ფაქტს ურთიერთობის "გადატვირთვის" შესაძლებლობად მიიჩნევს, ხოლო ოპოზიცია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის პასუხისმგებლობასა და ქვეყნებს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ნატალია ჯვარიძე
22.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაერთვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ნატალია ჯვარიძე
21.07.2026

თელავში ქორწილის დროს წარმოქმნილი კონფლიქი საზოგადოებში განხილვის მთავარ თემად იქცა. ყველა ხაზს უსვაბს, რომ ძალადობა მიუღებელი და დასაგმოვია. თუმცა პარალელურად ყველაფერში ან რუს ტურისტებს ადანაშაულებენ, ან ამასთან ერთად ხელისუფლების ბრალსაც ხედავენ. ნაწილი კი უფრო შორს მიდის და „რუსეთის მიერ ყველაფრის წინასწარ დაგეგმის შესახებ შეთქმულების თეორიებს ანვითარებს.

ნატალია ჯვარიძე
21.07.2026

სტიქიურმა მოვლენებმა თბილისსა და რეგიონებში პოლიტიკური დაპირისპირება და ინფრასტრუქტურულ მზაობაზე მსჯელობა გაამწვავა. ოპოზიცია დატბორვას კორუფციასა და გაუმართავ სანიაღვრეებს აბრალებს.  მერია პრობლემას უხვი ნალექით ხსნის. ხოლო ექსპერტები უსისტემო მშენებლობებსა და კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე მიუთითებენ. ამ დროს კი მსოფლიოში რეკორდული სიცხე და ექსტრემალური ტემპერატურული ტალღებია.

მარიამ ვეკუა
20.07.2026

პროკურატურა თელავში, სასტუმროში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული გიორგი ჭიღლაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს მოთხოვნას გეგმავს, თუმცა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული რეალურად თავად არის დაზარალებული. ადვოკატის ვერსიით, კონფლიქტი რუსი დამსვენებლების მხრიდან ქართული სიმღერებისა და ქორწილის მიმართ აგრესიამ გამოიწვია, რასაც სიძის ძმის მისამართით ფიზიკური თავდასხმა მოჰყვა.

ნატალია ჯვარიძე
18.07.2026

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
17.07.2026

საქართველომ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რაზეც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ამერიკელი კოლეგები საუბრობენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში „პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის" მინისტერიალზე დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×