თამთა ჩაჩანიძე
04.09.2026

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი „მეზობლად შესახლებულო" ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე აქტიურად წერს, ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერს მოწამვლისა და ციხის ტერიტორიაზე გასვლის ეშინია. მანამდე სააკაშვილი წერდა, რომ ღარიბაშვილს დერეფანში „არბენინებდა", რათა მისთვის „რაღაც ინსტინქტები" გაემძაფრებინა.

ნატალია ჯვარიძე
04.09.2026

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამაზე პროკურატურამ პარასკევს ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც, ირწმუნება, რომ ამის მტკიცებულებაა. ბიზნესმენი ბრალდებას უარყოფს, შიმშილობს და საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს. პარალელურად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ჩხრეკისას პოლიციელების მხრიდან ელიზბარაშვილსა და მის ადვოკატზე, ია სირანაშვილზე, სავარაუდო ძალადობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

ნატალია ჯვარიძე
03.09.2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ გერმანიასთან ურთიერთობაში ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გაჩნდა, თუმცა ევროკავშირთან მსგავსი მოლოდინი ჯერ არ არსებობს. აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე კი ვარაუდობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შესაძლებელია, თუმცა ვაშინგტონს ჯერჯერობით სხვა გლობალური პრიორიტეტები აქვს. გარდა ამისა, ოპოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი არათანმიმდევრულობა მმართველი გუნდის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2026

საქართველოს საკითხი „ვაიმარის სამკუთხედის" - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მინისტერიალის დღის წესრიგში მოხვდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა. თან სამივე ქვეყანა არაერთხელ გამოხატავდა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული კანონებისა და ხელისუფლების მიერ ევროპული ინტეგრაციის კურსისგან გადახვევის გამო.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2026

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეხუთე წერილში დასმულმა კითხვებმა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების შესახებ გამოძიება ახალ ეტაპზე გადაიყვანა - პროკურატურამ დამატებით იმ ადამიანების გამოკითხვა გადაწყვიტა, რომლებმაც წერილის შინაარზე საჯაროდ გააკეთეს განცხადებები. სიაშია ღარიბაშვილიც.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2026

ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც, პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი კითხვა კვლავ აქტუალური გახადა - არის თუ არა ეს დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა?

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2026

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგმა ეპისტოლემ კვლავ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - წერილში საკმაოდ მძიმე გზავნილებია და ოპოზიცია შესაბამისი სტრუქტურების რეაგირებასაც ითხოვს. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და პრემიერ ირაკლი კობახიძის "თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და "ქართული ოცნებისთვის" მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს".

ნატალია ჯვარიძე
02.09.2026

დენის კულანინის საქმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. უფლებადამცველები და ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty International, საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდებენ, არ დაუშვას აქტივისტის რუსეთში დეპორტაცია, სადაც მას პოლიტიკური დევნა და წამება ემუქრება.

მარიამ ვეკუა
02.09.2026

პარლამენტი მომდევნო კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების გაერთიანების კანონპროექტს მიიღებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გამო ახალი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციაც გააკრიტიკა და ის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა.

თამთა ჩაჩანიძე
01.09.2026

ისლანდიის რეფერენდუმის შედეგების შემდეგ საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საუბარი გააქტიურდა - ინიციატივით ხელისუფლებას უკვე პროსახელისუფლებო ალიანსმაც მიმართა, მანამდე კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ისლანდიის მაგალითი არაერთხელ ახსენეს.

თამთა ჩაჩანიძე
01.09.2026

პოლიტიკური სეზონის გააქტიურების ფონზე, საქართველოში როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების, ისე დასავლეთთან ურთიერთობების საკითხი კვლავ დღის წესრიგის მთავარ თემებად რჩება. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მმართველ გუნდთან დაკავშირებული შიდა პროცესები და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილები.

ნატალია ჯვარიძე
01.09.2026

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილს აანონსებს, სადაც საუბარი პოლიტიკიდან ახლახან წასულ მამუკა მდინარაძეს შეეხება. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, საზოგადოებას წერილებს არ მოაკლებს. მმართველ გუნდში ამას ჭორაობას უწოდებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ჩაშვების სერია დაიწყო".

ღარიბაშვილის ადვოკატის თქმით, ექსპრემიერი მდინარაძეზე საუბარს რიგით მე-5 წერილში აპირებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×