ირმა ჩიტაია
17.09.2026

ტურიზმის სექტორში ბოლო წლებში გამოკვეთილმა ტენდენციებმა ცხადყო, რომ ინფრასტრუქტურული ბუმი ყველგან თანაბრად წარმატებული არ არის. ქვეყნის ზოგიერთ კურორტზე, განსაკუთრებით მაღალმთიან და სეზონურ ლოკაციებზე მიწოდებამ რეალურ მოთხოვნას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამიტომაც, სასტუმროები ვერ მუშაობენ იმ დატვირთვით, რასაც ინვესტორები ელოდნენ. 

თამარ ვეფხვაძე
17.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, ქვეყნის გენერაცია 10 წელიწადში 2.5-ჯერ უნდა გაიზარდოს. ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ მართალია, გეგმა ამბიციურია, თუმცა გეგმა საკმაოდ რეალისტურია. ამის მისაღწევად აუცილებელია იმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო, ახლა შეჩერებულია.

თამარ ვეფხვაძე
16.09.2026

საქართველოში მოკლე დროში ბენზინი 10 თეთრამდე, ხოლო დიზელი - 16 თეთრამდე გაძვირდა. არასახარბიელო მდგომარეობაა საერთაშორისო ბაზარზეც, სადაც ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და საერთაშორისო სააგენტოების ინფორმაციით, ეს ვითარება მომავალშიც გაგრძელდება. როგორც იმპორტიორები და მწარმოებლები აცხადებენ, მყისიერად არა, მაგრამ ეტაპობრივად, სხვადასხვა სახის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება. 

ქეთო გოგოხია
16.09.2026

თბილისის ცენტრში დაგეგმილი მასშტაბური კომპლექსი „თბილისი დაუნთაუნი“ საქართველოსტვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური პროექტი ხდება. პროექტი მიზნად ისახავს, თბილისი წარმოაჩინოს, როგორც რეგიონული ბიზნესცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ინვესტიციებისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. თავისი მოცულობითა და საერთაშორისო დატვირთვით, ის არა მხოლოდ მსხვილ ფინანსურ რესურსებს მოიზიდავს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და ხელს შეუწყობს ახალი გლობალური პარტნიორების დაინტერესებას.

თამარ ვეფხვაძე
15.09.2026

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს ქონების გადასახადში. მომზადებულია კანონპროექტი, რომლითაც 40 000-ლარიანი შემოსავლის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 81 000 გადამხდელი, ანუ ფიზიკური პირი ბიუჯეტში, ჯამურად, 22 მილიონ ლარს აღარ გადაიხდის. ეკონომისტების მოსაზრებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას გაზრდის. 

ქეთო გოგოხია
15.09.2026

კახეთის რეგიონში 2026 წლის რთველი დაიწყო. სეზონისა და მიმდინარე პროცესების ოფიციალური დეტალები უკვე ცნობილია - წლევანდელი მოსავლის პროგნოზი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს, ხოლო ორგანიზაციული პროცესი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლით და ფასების ახალი მიდგომით ხასიათდება.

ქეთო გოგოხია
14.09.2026

მოსახლეობის მასობრივი დაჯარიმების ტალღის შემდეგ, რომელმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, პრობლემამ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორამდეც მიაღწია. დღეს მეწარმეები გაზრდილი ფინანსური სანქციების რისკის წინაშე დგანან, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ქეთო გოგოხია
14.09.2026

რეგიონებში შეშა მკვეთრად გაძვირდა. მოსახლეობა ფასით და ზოგადად, შეშაზე დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილოა. ხალხი  ამბობს, რომ ლიმიტით განსაზღვრული რაოდენობა არასაკმარისია და შეშას რეალურად ვერ მოიპოვებენ, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. სათბობის გაძვირება და ზოგადად ამ სფეროში არსებული პრობლემები ყოველწლიურად ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ თემად რჩება.

ირმა ჩიტაია
10.09.2026

მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ნავთობის შეუქცევადი გაძვირება დაწყო. 1 ბარელის ღირებულებამ 107 დოლარს გადააჭარბა, რაც გლობალური ეკონომიკისთვის სერიოზულ განგაშის სიგნალს წარმოადგენს. ცხადია, ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირება აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. გაზრდის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ხარჯებს, გააძვირებს პირველადი მოხმარების პროდუქციას და კიდევ უფრო დამძიმდება თითოეული ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობები. 

თამარ ვეფხვაძე
10.09.2026

არც ისე დიდი ხნის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, მესტიაში, ექვსი სხვადასხვა ადგილიდან, 212 მაინერი ამოიღეს. ამის მიუხედავად, „ჰოტელ მაუნთინ მესტიას“ მფლობელი აცხადებს, რომ მაინერებთან ბრძოლას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ზემო სვანეთს დენი კვლავ შეფერხებებით მიეწოდება. „რეზონანსმა“ ეს ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტსა და სხვა სასტუმროების მფლობელებთანაც გადაამოწმა და ურთიერთასწინააღმდეგო სურათიც დაიხატა.

თამარ ვეფხვაძე
09.09.2026

თბილისში, საცხოვრებელი ფონდის 70% ამორტიზებულია, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. ავარიული ბინები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, რადგან დიდი ალბათობით, სხვადასხვა სტიქიურ მოვლენებს ვერ გაუძლებს. როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემა? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს და შესაბამისად, სპეციალისტების აზრიც ორად გაიყო. 

ქეთო გოგოხია
09.09.2026

რეალური საფრთხეა, რომ ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდეს. გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ანტიკრიზისული პოლიტიკა სულ უფრო მეტად ხდება კრიტიკის საგანი. სებ-ში უკვე ღიად აცხადებენ, რომ ინფლაციის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს მხოლოდ საგარეო შოკების ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდება. ეკონომისტების შეფასებით, არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შესაძლოა, გაორმაგდეს, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე მძიმედ აისახება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×