თამთა ჩაჩანიძე
24.09.2026

ევროკავშირის სანქციების პოლიტიკაში მოულოდნელი ცვლილებაა - ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების უპრეცენდენტოდ, სამი წლის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ (მანამდე ეს ექვსი თვით ხდებოდა-ხოლმე). შეზღუდვები, რომლებიც აქტივების გაყინვასა და გადაადგილების აკრძალვას მოიცავს, 3 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება, თუმცა შავ სიას გამოაკლდა რამდენიმე პირი, მათ შორის ცნობილი რუსი მილიარდელები - ალიშერ უსმანოვი და მიხეილ ფრიდმანი. სიიდან უსმანოვის ამოღებას საფრანგეთი და სლოვაკეთი ითხოვდნენ, ფრიდმანისას კი ლუქსემბურგი. ამას თავდაპირველად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით ლატვია ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ კომპრომისი შედგა.

ნატალია ჯვარიძე
24.09.2026

გორში 26 სექტემბერს დაგეგმილი „კამარა ფესტივალი", რომლის ფარგლებში ექსპერიმენტული მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას, იგივე „კორძის", კონცერტიც უნდა გამართულიყო, უსაფრთხოების მიზეზით გადაიდო.

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2026

პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად რჩება. ამ ფონზე, ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმებზე მსჯელობენ, იმ შემთხვევისთვის, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. პარალელურად, მოქმედი საკანონმდებლო ცვლილებები აკრძალული პარტიის წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას ზღუდავს.

თამარ ვეფხვაძე
23.09.2026

არ არის გამორიცხული, რომ ნამოხვანჰესის შეჩერებული პროექტის გამო, საქართველოს სახელმწიფოს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუხდეს. საუბარია 443.26 მილიონ აშშ დოლარზე, ასევე, 356 ათას ევროსა და 40 ათას ფუნტ სტერლინგზე, რომელიც საქართველომ თურქულ კომპანია „ენკას“ უნდა გადაუხადოს. ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია სახელმწიფომ კანონმდებლობა გაამკაცროს და პრინციპული პასუხისმგებლობა დააკისროს იმ ადამიანებს, თუ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობენ. 

ნატალია ჯვარიძე
23.09.2026

ბალტიის ქვეყნებმა ევროკომისიას დრონსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის 500 მილიონი ევრო სთხოვეს. თავდაცვის მინისტრებმა შესაბამისი წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს, - იუწყება ფინური გამოცემა Iltalehti.

ქეთო გოგოხია
23.09.2026

თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა, რის გამოც ფერმერების ნაწილმა წელს მოსავლის აღება საერთოდ გადაიფიქრა. განსაკუთღებით რთული ვითარებაა სამეგრელოსა და გურიაში, სადაც თხილი მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია. უამინდობამ ხარისხი იმდენად გააუარესა, რომ პოტენციური შემოსავალი ხარჯს ვერ ფარავს, ამიტომ გლეხებმა ხელი საერთოდ ჩაიქნიეს.

თამთა ჩაჩანიძე
23.09.2026

ქართული დელეგაცია კვლავ ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. სესიის გენერალური დებატები 22 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ნატალია ჯვარიძე
23.09.2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვედრაზე განუცხადა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება. „ამჟამად არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

თამთა ჩაჩანიძე
23.09.2026

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპულ ტურნეშია - შალვა პაპუაშვილი ბელგიის შემდეგ ლუქსემბურგში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერთან, მათ შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

თამარ ვეფხვაძე
22.09.2026

ევროპული სანქციების რიგით 22-ე პაკეტის მიღება ვერ ხერხდება. მართალია სიიდან ორი რუსი მილიარდერი - ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ბოლოს და ბოლოს ამოიღოს, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი მაინც არ არის. მეტიც, რაც დრო გადის კრემლის წინააღმდეგ ახალ-ახალი სანქციების დაწესება ძალიან ჭირს და რაც უკვე დაწესებულია, პრაქტიკაში არ მუშაობს.

ნატალია ჯვარიძე
22.09.2026

ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ, რიგით მეშვიდე წერილს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური განეიტრალების მიზნით დააპატიმრეს და შემდეგ სამჯერ „გადააგდეს". იგი „ქართული ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებს და მიმართავ - „ბოროტებას ჩადიხართ, ფრთხილად იყავით".

თამთა ჩაჩანიძე
22.09.2026

„ქართული ოცნების" განახლებული სარჩელი, რომლითაც მმართველი პარტია ახლა უკვე 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. შესაბამისად, მისი განხილვისთვის კანონით განსაზღვრული 9-თვიანი ვადის ათვლაც თავიდან დაიწყო. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მომავალშიც განაახლოს სარჩელი და მასში ახალი პარტიები დაამატოს, რასაც შესაძლოა საქმის საბოლოო გადაწყვეტის კიდევ უფრო გადავადება მოჰყვეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×