ირმა ჩიტაია 24.11.2026

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების საკითხზე ევროკომისიის შეთავაზებას საქართველოს მთავრობაში მიესალმებიან. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე ცვლილება ადასტურებს ხელისუფლების პოზიციას, რომ ობიექტთან დაკავშირებული ადრინდელი მოლოდინი და შეხედულება რეალუს ფაქტებს არ ეფუძნებოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.11.2026

28 ნოემბრის საპროტესტო აქციამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, ოპოზიციურმა ალიანსმა კი საინფორმაციო კამპანია მხოლოდ ახლა გაააქტიურა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მობილიზაციის დაწყებას ჯერ კიდევ 25 ოქტომბრიდან აანონსებდნენ, ლიფლეტების დარიგება მხოლოდ სამშაბათს დაიწყეს და ისიც მხოლოდ თბილისში. აქციას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი უერთდება, დედაქალაქში ორი პარალელური მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს „მიშას ბანერიანი ანკესების ქნევას".
|
თამარ ოყუჯავა 24.11.2026

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის პროექტი წარუდგინა, რომლის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას ითვალისწინებს. საერთაშორისო და ქართული მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოები ამ წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, ქარხანასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებსა და საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად გაუქმდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.11.2026

აქციებზე დაკავებულების ნაწილის გათავისუფლებამ ხელისუფლების ოპონენტების ბანაკშიც ახალი დაპირისპირება გააჩინა - მაშინ, როცა „ქართული ოცნება" შეწყალებას ჰუმანურობის მაგალითად წარმოაჩენს, დაკავებულთა ოჯახის წევრების ნაწილი ციხის დატოვებას საერთო ბრძოლის პრინციპების დარღვევად მიიჩნევს. ოპოზიციაში კი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ გათვლებზე საუბრობენ, სვამენ კითხვას, რატომ ვრცელდება შეწყალება მხოლოდ პატიმრების ნაწილზე და რატომ რჩებიან ციხეში სხვა ტუსაღები.
|
ირმა ჩიტაია 23.11.2026

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიკამენტების, კვლევებისა და ექიმთან ვიზიტის ფასი, მოსახლეობის შემოსავლების ფონზე, ძალიან მაღალია, მაღალი ტარიფების მთავარი სარგებელი უშუალოდ მედიკოსებამდე არ მიდის. ფასებს მოგებაზე ორიენტირებული კლინიკების ადმინისტრაცია ზრდის, თავად ექიმები კი ამ თანხიდან პროცენტულად მცირე ანაზღაურებას იღებენ.
|
ქეთო გოგოხია 23.11.2026

გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც მწვავე პრობლემად რჩება. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მსხვერპლი უკვე არის და ფონიჭალის მძიმე ტრაგედიის ფონზე სიტუაციის დამძიმების რისკი მაღალია. მართალია, კონტროლის გაძლიერება პრევენციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, რადგან რეალობა საპირისპიროს ადასტურებს. დაზარალებული და დაღუპული ადამიანების სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. 2019-2025 წლებში საქართველოში გაზის გაჟონვას 56 აფეთქება მოჰყვა, ხოლო აფეთქებებსა და მხუთავ აირს ჯამში 129 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა ან მოიწამლა.
|
თამარ ოყუჯავა 23.11.2026

სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას მიმართავს და საკუთარი პოლიტიკური მომავლის ფასად ქვეყანას აზერბაიჯანთან შეუქცევადი მშვიდობის დამყარებას ჰპირდება, თუმცა, ოპოზიცია ინიციატივას ბაქოს მოთხოვნების შესრულებად აფასებს.
|
თამარ ოყუჯავა 23.11.2026

უკრაინაში ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზების ძიებაში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპული უსაფრთხოების ახალი მოდელის კონტურებს აყალიბებენ. აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, 22 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში დეტალურად განმარტა, რა პირობებით შეიძლება მიიღოს უკრაინამ ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები და როგორ უკავშირდება ეს ევროპის ომის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურას.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.11.2026

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს პოზიციის ფონზე გამოცხადდა, რასაც ოპოზიციაში არაერთგვაროვანი, თუმცა, უმეტესად კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.11.2026

ახლად დაფუძნებული "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რასაც ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურ ფლანგზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათი შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იქნება და "ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს.
| |
თამარ ოყუჯავა 22.11.2026

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო პერიოდში საყურადღებო პროცესები ვითარდება, უმაღლესი რანგის იერარქები ამბიონიდან მოქმედი ხელისუფლების შესახებ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს აჟღერებენ. მაშინ, როცა სინოდის ერთი ნაწილი მთავრობის ეკლესიურობასა და ხელისუფლებასთან დიალოგის ნაკლებობაზე მიანიშნებს, სხვები მმართველ გუნდს ღიად იცავენ და მის კრიტიკას განკითხვად აფასებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|