თამთა ჩაჩანიძე 21.11.2026

28 ნოემბრის საპროტესტო აქციამდე ერთი კვირით ადრე, ოპოზიციის მიერ დაანონსებული მობილიზაციის კამპანია მოსალოდნელი აქტიურობით არ გამოირჩევა და როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, ფაქტობრივად ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური ძალა და საზოგადოებრივი ფიგურა უერთდება, წინასაპროტესტო კამპანიის მასშტაბი და საზოგადოების ჩართულობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
|
ნატალია ჯვარიძე 21.11.2026

ანკარაში შვიდი თურქული ოპოზიციური პარტიის დეპუტატებისა და ადგილობრივი დიასპორის ჩართულობით აფხაზეთთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ოკუპირებული რეგიონის პასპორტების აღიარებასა და პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დაწყებას მოითხოვს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ინიციატივა თურქეთის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიურ რეაგირებას საჭიროებს.
| |
თამთა ჩაჩანიძე 20.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის მე-17 სხდომა ხმაურისა და მხარეებს შორის არაერთი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ რამდენჯერმე მოხსნა შეკითხვები, მათ შორის შეკითხვა „ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებების თაობაზე.
|
ნატალია ჯვარიძე 20.11.2026

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 19 ნოემბერს, სავარაუდო გაზის გაჟონვის გამო კორპუსის აფეთქებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. განსაკუთრებით მძიმეა 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის სხეულის 87% დამწვარია. დაზარალებულები კი, სასტუმრობეშია გადაყვანილი.
|
თამარ ოყუჯავა 20.11.2026

ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფონზე, როდესაც საერთაშორისო სისტემაში ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციებისა და „ახალი მსოფლიო წესრიგის" ფორმირებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ, ევროპის წამყვანი სახელმწიფოები და უკრაინა საკუთარ „წითელ ხაზებს" აფიქსირებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.11.2026

მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრამ პოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოსკოვთან ურთიერთობების ახალი, მაღალი დონის პოლიტიკური არხის გახსნასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზების ნიადაგის მომზადებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი კრიტიკას არ იზიარებრს და მიაჩნია, რომ რუსეთთან „საუბრის შიში უნდა დაიძლიოს", რადგან პრობლემების მოგვარება დიალოგის გარეშე შეუძლებელია.
|
ნატალია ჯვარიძე 20.11.2026

მინსკის პოლიტიკური შეხვედრის პარალელურად საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილეს მისალოცად ჩავიდა. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ასეთ დროს არჩასვლა საქართველოს ეკლესიისთვის უფრო მეტ რისკს შექმნიდა, რადგან მოსკოვი ამ ნაბიჯით ახალი პატრიარქის პოლიტიკურ ხაზსაც აკვირდება.
|
თამარ ვეფხვაძე 19.11.2026

ქვემო ფონიჭალაში, გაზის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს და ერთი კარგულად ითვლება. სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული შემთხვევა ერთადერთი არ არის, მსგავსი ტრაგედია არაერთხელ დატრიალდა დედაქალაქში, მაგრამ საუბედუროდ, არაფერი იცვლება. ყოველ ზამთარში დედაქალაქში საზარელი ტრაგედიები მაინც ხდება. სპეციალისტების ნაწილი ამ ყველაფერს გაზის გაუმართავ სისტემას აბრალებს, ხოლო ნაწილი - მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.11.2026

მინსკში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები და საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა - ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, მინსკში შეხვედრის გამართვა არ მიუთითებს იმაზე, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი იწყება.
|
ნატალია ჯვარიძე 19.11.2026

რესტორანში დაწყებული შეხვედრა დაცვის ოთახში სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა. ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაკავებული გელა არობელიძე დანაშაულს აღიარებს, უფრო მეტიც, მან თავად დარეკა პოლიციაში. გარდაცვლილის ადვოკატი ბიზნეს-დავას არ ადასტურებს, თუმცა მკვლელობის უშუალო მოტივი ამ დრომდე უცნობია.
|
თამარ ოყუჯავა 19.11.2026

ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები საათ-ნახევარი გაგრძელდა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს. ტრამპმა ჩინეთი უკვე დატოვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|