რეზონანსი
02.05.2024

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე აქციების მონაწილეების ნაწილი მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც პროტესტის მონაწილეები კახა კალაძის უწყებასთან მივიდნენ, დღეს მომხდარი ფაქტია, როდესაც კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

დემონსტრანტების თქმით, მერიასთან მისვლით კახა კალაძისთვის იმის თქმა სურთ, რომ „ზრდილობა ისწავლოს".

ამ დროისთვის ჟიული შარტავას ქუჩაზე, სადაც მერიის შენობა მდებარეობს, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×