თამთა ჩაჩანიძე
29.05.2024

„გავლენების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ დასავლეთიდან უმწვავესი კრიტიკა გამოიწვია. რა კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება აშშ-სგან და ევროკავშირისგან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კრიტიკა მწვავეა და ამასთან, მიიჩნევენ, რომ „ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად". „ქართული ოცნების" წევრები საპასუხოდ ამბობენ, რომ „ეს კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით, მათ ინტერესში და მათი დაკვეთით, რომ მას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია უცხოურ დაფინანსებაზე".

თამთა ჩაჩანიძე
28.05.2024

პარლამენტმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს" საბოლოოდ მხარი დაუჭირა - 84 ხმით საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ახლა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქართულ საზოგადოებაში განხილვის მთავარი თემაა - რა ახალი პოლიტიკური რეალობა დგება საქართველოსთვის 28 მაისის შემდეგ და ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ და კანონის მიღებით ჯერჯერობით საქართველოს საგარეო კურსს არაფერი ემუქრება და გადამწყვეტი ამ მხრივ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ელზა პაპოშვილი
28.05.2024

ქვეყანაში „გამჭვირავლობის კანონის“ გარშემო დაპირისპირების ფონზე, პოლიტიკური რეიტინგები დიდი ალბათობით იცვლება და ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს,  ამ ფონზე წინასაარჩევნოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახერხოს. თუმცა რას იზამს „ოცნების“ პროდასავლელი ამომრჩეველი, როცა კანონი უკვე მიღებულია და მის წინააღმდეგ დასავლეთიდან კრიტიკა არ წყდება?

ნატალია ჯვარიძე
28.05.2024

ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. როგორაა მათი პოზიციები გადანაწილებული - კონკრეტულად რომელი ქვეყნები ემხრობიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გადადგმას და რომლები არიან ამის წინააღმდეგი?

თამთა ჩაჩანიძე
27.05.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ ხედვას სთავაზობს, თუ როგორ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული არჩევნების შემდეგ. ოპოზიციის უმრავლესობისათვის ეს გეგმა - „ქართული ქარტია" - მისაღებია. ხელისუფლება პრეზიდენტს აკრიტიკებს და ახალ ბრალდებებს უყენებს. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ როგორც ქარტიის შინაარსი, ისე პრეზიდენტის მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, გარკვეულ კითხვებს იწვევს.

ელზა პაპოშვილი
27.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე თითქმის თვენახევარი მიმდინარე ეპოპეა დასასრულს უახლოვდება. მმართველ პარტიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სამშაბათს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. რა აჩვენა ამ პროცესმა და როგორ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში პოლიტიკური რეალობა საქართველოში?

მიუხედავად ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული წინააღმდეგობისა, „ოცნებამ“ ორმაგ წნეხს მაინც გაუძლო და 28 მაისს „გამჭვირვალობის კანონზე“  პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. 

ნატალია ჯვარიძე
27.05.2024

ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. სამიტზე გამართულმა დისკუსიამ კი აჩვენა, რომ თავად ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. ასეთ პირობებში რას უნდა ველოდოთ ევროკავშირის სამიტისაგან, რომელიც ივნისი ბოლოს გაიმართება?

ნატალია ჯვარიძე
27.05.2024

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2030 წლისათვის საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გეგმავს, მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან პირველი გამოხმაურებები მოჰყვა. რამდენად რეალურია ეს გეგმა და რას ნიშნავს, როდესაც პრემიერი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების კონკრეტულ თარიღს ასახელებს?

ნატალია ჯვარიძე
26.05.2024

პარლამენტი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს. 27 მაისს კი ეს საკითხი ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული. როგორ ჩაივლის ეს პროცესი და გაგრძლედება თუ არა ამის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები?

თამთა ჩაჩანიძე
26.05.2024

ქვეყანაში აგორებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ოპოზიციაში ახალ საარჩევნო სტრატეგიაზე დაიწყო მსჯელობა. განხილვის მთავარი თემაა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანება და ერთიანი საარჩევნო სიის შექმნა, თუმცა ამ საკითხზე პოზიციები განსხვავებულია. პარტიების ნაწილი ფიქრობს, რომ ერთიანი სია იქნება „საჩუქარი“ „ქართული ოცნებისთვის“, რითაც ოპიზიცია სასტიკად დამარცხდება. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა მხოლოდ დიდი ოპოზიციური გაერთიანების პირობებშ იქნება შესაძლებელი. 

ელზა პაპოშვილი
26.05.2024

მიმდინარეობს თუ არა თბილისსა და მოსკოვს შორის კულუარული მოლაპარაკება ამა თუ იმ ფორმით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღდგენაზე? ბოლო დროს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა მოსაზრება, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე, შესაძლოა მოხდეს რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობა, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში.

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2024

შესაძლოა აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებს ევროკავშირისგან შეზღუდვებიც წამოეწიოს - 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტია დაგეგმილი, სადაც ერთ-ერთი მთავარი სწორედ საქართველოს საკითხია. მანამდე ევროკავშირის ლიდერებისგან გასნსხვავებული გავცხადებები კეთდებოდა. ერთის მხრივ, საუბარი იყო „გავლენების კანონის“ უარყოფით ეფექტსა და მისი მიღების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. მეორერს მხრივ კი იმაზე, რომ ევროპა „ძალიან ფრთხილად” უნდა იყოს, რომ არ შელახოს ქართველების ეროვნული გრძნობები.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×