დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საუბრისას.
„დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის ძალა, რამდენად დიდია სიმართლის ძალა, რამდენად დიდია სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა, რამდენად შეგვიძლია ქართველებს, ამით ვიამაყოთ.
დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეკრება თავად მოქალაქეებმა მოითხოვეს.