რეზონანსი
01.05.2024

დღეს, როდესაც მორიგ უკანონო ბრძანებას მიიღებთ საკუთარ მოქალაქეებზე ხელის აღმართვის, გაიხსენეთ, რომ თქვენ ფიცი გაქვთ დადებული ამ ქვეყნის წინაშე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული, რომ ემსახურებით სამშობლოს, რომელსაც საქართველო ქვია და არა რუსეთი - "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან პოლიციელებს მიმართა 

"თქვენ ფიცი გაქვთ დადებული, რომ ემსახურებით ამ ქვეყნის საზოგადოებას და არა რუს ოლიგარქს და მის 83 მონას, რომლის სახლში წასასვლელადაც გუშინ, სისასტიკის უმაღლესი მწვერვალი აჩვენეთ. ნუ აღმართავთ ხელს საკუთარი შვილების და მათი თაობის წინააღმდეგ, ეს არავის ეპატიება და ძალიან ხაზგასმით მინდა იცოდეს ყველამ, ყველა ძალოვანმა, სპეცსამსახურში დასაქმებულმა თითოეულმა პირმა, ყველამ, ვისი იმედიც ახლა ამ შეშინებულ ხალხს აქვს -განსხვავებით ამათგან, ჩვენ არ გადმოგიბარებთ დანაშაულში გასვრილ ადამიანებს." განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან სამართალდამცველებს მოუწოდა, გამოიყენონ შანსი, მიიღონ ისტორიული გადაწყვეტილება და გადმოვიდნენ ხალხის მხარეს - "ცოტა დრო რჩება ამისთვის, მაგრამ ეს დრო რჩება და ეს დრო თქვენ გაქვთ, ამ ხალხს ეს დრო აღარ აქვთ" - თქვა ნაცვლიშვილმა. 

"ლელოს" დეპუტატმა "ოცნების" წარმომადგენლებსაც მიმართა:

"მარტო ერთი კაცის იმედი გაქვთ, ივანიშვილის და მისთვის თქვენ ზებრაზე ნაკლები ფასი გაქვთ. კი, მე მაქვს ქართველი ხალხის იმედი, რომელიც ყველა ისტორიულ გადამწყვეტ მომენტში იქუხებს ხალხის ხმა და ამ ხმას ვერავინ გადარჩენია. " აღნიშნა ნაცვლიშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×