რეზონანსი
01.05.2024

პარლამენტის პერიმეტრზე აღარ არის პოლიციის კორდონი, ამიტომ არავითარი შეხლა-შემოხლა სამართალდამცავ სტრუქტურებთან მომიტინგეებისა ვერ იქნება და იმედია ეს ასეც გაგრძელდება, - ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ საპროტესტო აქციას წარმართავენ გულწრფელი მოქალაქეები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც მხოლოდ დესტაბილიზაცია სურთ, აქცია მშვიდობიანად ჩაივლის.

„პარლამენტში აღარც დეპუტატები არიან და აღარც აპარატის თანამშრომლები და იმედია ეს ღამე მშვიდობიანად ჩაივლის. თუ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად არიან ახლა იქ მიბრძანებული, ისინი იქნებიან წარმმართველები ამ პროტესტისა, იქ არაფერი მოხდება. მაგრამ თუ დავინახავთ იმ სახებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ზონდერებს, რომლებიც გამორჩეულ იყვნენ ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან მოყოლებული და არ მოჰკლებიან პარლამენტის შტურმებს, შეჭრებს, თუ ეს ადამიანები რევანშის წურვილით არ ჩაუდგებიან ამ აქციას სათავეში, დარწმუნებული ვარ, რომ იქ მშვიდად ჩაივლის ყველაფერი. ნახეთ თქვენ გუშინ ბატონი გვარამია, მელია და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა აქტივისტები იყვნენ შეხლა-შემოხლის ორგანიზატორები. იქ არის ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანი, რომელთა პროტესტს მეც პატივს ვცემ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მშვიდობიანად გამოხატოს თავისი აზრი და არ მიიტანოს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ეს შენობა არ არის არც ჩემი და არც რომელიმე დეპუტატის, ეს არის საქართველოს პარლამენტი. ადრე თუ გვიან წამოვალთ და მოვა სხვა თაობა, რომელმაც მუშაობა უდნა გააგრძელოს. ეს ყველამ უნდა გაიგოს. ამიტომ პარლამენტის შურმი, გადაწვის მცდელობა, დარბევა, ეს არის შენი წარსულის, აწმოყოს და მომავლის გაჩანაგება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×