ირმა ჩიტაია
23.07.2026

რუსთაველის გამზირის დაწყებულ რეაბილიტაციას უკვე აკრიტიკებენ. სპეციალისტების ნაწილს წინასწარი დასკვნების გაკეთება უჭირს, მაგრამ ნაწილი წინასწარვე აცხადებს, რომ ქალაქის მთავარი გამტარი ქუჩის კეთილმოწყობა შეიძლება საგზაო კოლაფსით დასრულდეს.

ქეთო გოგოხია
22.07.2026

საქართველო შეიძლება, მარცვლეულის გამტარი ჰაბი გახდეს. აზოვის ზღვის აკვატორიაზე უკრაინული დრონების დარტყმებმა, რამაც აზოვისა და ტამანის პორტების მუშაობა შეაჩერა, რუსული მარცვლეულის ექსპორტის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისად, რუსეთს, საქართველოს გარდა, სხვა ალტერნატივა  ნაკლებად აქვს. მოსალოდნელია, რომ ჩვენი ქვეყანა ამით  უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონელი შესაძლია, უფრო ხელსაყრელი პირობებით მიიღოს.  ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს დერეფნის გამტარუნარიანობაა. 

ქეთო გოგოხია
22.07.2026

თბილისში გასაბერი რეზინის კაშხლის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. რა არგუმენტებს ემყარება გადაწყვეტილება, პროექტის ავტორები ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ თბილისისთვის მსგავსი ექსპერიმენტი არასწორია და მსგავსი პროექტის განხორციელებას  ემიჯნებიან. 

ირმა ჩიტაია
21.07.2026

ბოლო პერიოდში საქართველო ექსპორტისა და რეექსპორტის კუთხით მნიშვნელოვან მატებას განიცდის. "საქსტატის" მონაცემებით, საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი ირანთან. პარალელურად მომატებულია ნავთობპროდუქტების ექსპორტი ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ტოგო, ჩინეთი, ლიბია და ა.შ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ქვეყნებმა შეცვალეს მომწოდებლები და საქართველომ ამით ისარგებლა. 

ირმა ჩიტაია
20.07.2026

მსოფლიო ბაზარზე ნვთობის ფასი  დაეცა, თუმცა საქართველოში ცვლილება ფაქტობრივად არ ასახულა. ბენზინი კვლაც ძვირია და სავარაუდოდ, ტენდენცია დიდად არ შეიცვლება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე არსებული გაურკვევლობაა. მართალია, ბოლო კვირების განმავლობაში სპარსეთის ყურიდან წამოსულმა ნავთობმა გლობალური მარაგი შეავსო, ახლა გადამუშავების პრობლემებია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები შეზღუდულად მოცულობით მუშაობენ, რამაც შესაძლოა, ბენზინის კრიზისამდე მიგვიყვანოს.

ქეთო გოგოხია
20.07.2026

კომერციულ ბანკებს ლარის მოზიდვის  მიმართ ინტერესი გაუქრათ. როგორც სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს, სექტორი არც მოსახლეობას ასტიმულირებს და აღარც რეფინანსირების სესხებით ინტერესდება.  ამ წყაროების ერთადერთ ალტერნატივად ფინანსისტები საპენსიო ფონდს მიიჩნევენ, თუმცა ესეც ვარაუდის დონეზეა. წლების ტენდენციის მკვეთრი კლება სპეციალისტებში სერიოზულ ეჭვს იწვევენ.

ქეთო გოგოხია
20.07.2026

საზღვაო  ტურისტული  სეზონი საგრძნობლად გააქტიურდა, თუმცა მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია. ფასების კუთხით, ცვლილება არ იგრძნობა. სექტორში აცხადებენ, რომ  კვებისა და  განთავსების მიმართულებით ტარიფები შენარჩუნდა.  რაც შეეხება ტურისტული ნაკადის კლების ტენდენციას,  ამ მხრივ გლობალურმა პროცესმა ნეგატიურად იმოქმედა. პრემიუმ სეგმენტში აშკარად უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა მცირე და საშუალო სასტუმროებში დამსვენებლების სიმცირეზე საუბრობენ. სახარბიელო არც ოფიციალური სტატისტიკაა.

ქეთო გოგოხია
16.07.2026

საწვავის კრიზისმა რუსეთში წარმოებასა და ტრანსპორტირების კუთხით საკმაოდ მძიმე ვითარება შექმნა. უკრაინული დარტყმებით დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანებამ ბენზინის დეფიციტი გამოიწვია და  უკვე სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას უქმნის საფრთხეს. ამ ყველაფერს ადგილზე პროდუქციის გაძვირება მოჰყვა. ამ დროს საქართველო დიდწილად სწორედ რუსეთიდან მარაგდება, განსაკუთრებით ეს მარცვლეულისა და ზეთის სეგმენტია, რომლიც იმპორტიც შეიძლება შეიზღუდოს და ალტერნატიული ბაზრების მოძიება გახდეს საჭირო.  როგორც ქართველი იმპორტიორები აცხადებენ,  დეფიციტი არ გვექნება, მაგრამ პროდუქტი გაგვიძვირდება. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი და სხვა.

თამარ ვეფხვაძე
15.07.2026

უკვე გადაწყვეტილია, რომ დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ ტრამვაი დააკავშირებს. ტენდერში, რომელიც თბილისის მერიამ გამოაცხადა დაპროექტება-მშენებლობაზე, თურქულმა კომპანია „ემრე რეიმ“ გაიმარჯვა. ახლა საინტერესოა, ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზი რეალურად განტვირთავს მოძრაობას, თუ პირიქით, საცობს შექმნის? სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ ტრამვაი ავტობუსთან ერთად იმოძრავებს ერთ ზოლში (ბასლაინში), არავითარი საცობი არ შეიქმნება. გარდა ამისა, ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება, რომ ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. 

თამარ ვეფხვაძე
15.07.2026

ბოლო პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მახასიათებელია ძლიერი სავალუტო შემოდინებები, რომლის ძირითადი წყაროა ექსპორტი, ტურიზმი და სავალუტო გზავნილები. სპეციალისტების შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების ეს მაჩვენებლები, რაც საბოლოოდ, ლარის გამყარებას უწყობს ხელს, მოსალოდნელიც კი იყო, რადგან ერთი მხრივ, აშშ-ირანის, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტმა საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და სტაბილური ქვეყნის ფუნქცია გაზარდა, რომელიც აზიისა და სხვა დანარჩენი ქვეყნების დამაკავშირებელ რგოლად იქცა. 

ირმა ჩიტაია
14.07.2026

საქართველოში ხორბლის ფასი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. მიუხედავად რუსეთში არსებული გაურკვეველი მდგომარეობისა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული გზებითაც შეუძლია დანაკლისი შეავსოს ისე, რომ ამან ფასზე გავლენა არ მოახდინოს. მართალია, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვათ და პეროდუქციის უდიდესი რუსეთიდან მარაგდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში არსებულ გაურკვეველ ვითარებას ქართულ ბაზარზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

თამარ ვეფხვაძე
14.07.2026

2025 წლის ბოლოს, სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს კომერციულ ბანკებში 1.1 მილიარდი ლარი ჰქონდათ განთავსებული. აქედან, 833 მილიონი ლარი (76%) - მოთხოვნამდე ანაბრებსა და საბარათე ანგარიშებზე;  264 მილიონი ლარი (24%) - ვადიან დეპოზიტებზე. ფაქტია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებს წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ოდენობის თავისუფალი სახსრები ჰქონდათ ბანკებში. ეს ნიშნავს, რომ რომ სახელმწიფო სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები თანხებს ვერ ითვისებენ, სახელმწიფო სახსრებს არაეფექტურად განკარგავენ და არ იციან შემოსავლები როგორ გამოიყენონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×