ბაჩანა ტყემალაძე 05.03.2023
თურქეთის მოსახლეობას 2023 წლის 14 მაისს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ამ დღეს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს თანამდებობის შესანარჩუნებლად მძიმე ბრძოლა ელის, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენელთა პირველი მცდელობა, რომ არჩევნებისათვის ერთიანი კანდიდატის დაესახელებინათ, უშედეგოდ დასრულდა.
|
ნაზი ბერიძე 03.03.2023
ამერიკის შეერთებული შტატები დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს, თქვა თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემების რაკეტები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით" არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და ჯავშანტექნიკა გასაშლელი ხიდების დასამონტაჟებლად.
|
ბაჩანა ტყემალაძე 02.03.2023
რუსეთის ბრიანსკის ოლქზე უკრაინელების მხარეს მებრძოლმა რუსმა დივერსანტებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. სოფელ ლიუბეჩანსა და სუშანიში მათ ბრძოლები გამართეს. აღნიშნული ინფორმაცია „რუს მოხალისეთა კორპუსის" ტელეგრამზე ვრცელდება, სადაც მებრძოლებმა ბრიანსკის ოლქის სოფელ ლიუბეჩანში ადგილობრივი ფოსტისა და სამედიცინო დაწესებულების ფონზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.03.2023
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აპირებს, ამისთვის კრემლში უკვე ემზადებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის არ იქნება და შესაძლოა სამხედრო თანამშრომლობა უფრო გაზარდონ, რაც ვაშინგტონისთვის საფრთხეა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.03.2023
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთშია, ვიზიტის მიზეზად კი კონტაქტების გაფართოებას ასახელებს, თუმცაб როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორთანაა კავშირში, მათ შორის უკრაინის ომზე პეკინის 12 პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან, ვლადიმერ პუტინის ახალ მიზნებთან და ლუკაშენკოს პირად ინტერესებთან.
|
ნაზი ბერიძე 27.02.2023
ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. სამხედრო ექსპერტის, გიორგი კობერიძის განმარტებით, პოლონეთში სამხედრო წვრთნების ჩატარება მიანიშნებს, რომ პოლონეთი არის უსაფრთხოების დაცვის ერთერთი გარანტორი აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.
|
ნაზი ბერიძე 24.02.2023
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური აგრესიის დაწყების წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ვერ შეათანხმა. ამის მიზეზი პოლონეთია, რომელიც უფრო მკაცრ სანქციებს ითხოვს.
ღია საზოგადოების ფონდის საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მეათე პაკეტზე კონსენსუსის მალე შედგება და ის რაღაც შუალედური იქნება პოლონეთის მოთხოვნასა და არსებულ ვერსიას შორის.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.02.2023
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წლისთავზე ჩინეთმა საკუთარი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, დოკუმეტი 12 პუნქტს შეიცავს, სადაც პეკინი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გეგმა ერთი შეხედვით ნეიტრალურად გამოიყურება, თუმცა გარკვეული საკითხები უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს, ზოგი კი რუსეთის.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.02.2023
რუსეთი მოდლოვის პროდასავლური, დემოკრატიულად არჩეული რეჟიმის დამხობას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა აპრობირებულ მეთოდებს მიმართას. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის წყალობით სამხედრო ძალით ამას ვერ მოახერხებს, მან პროვოკაციის სტრატეგია არჩია.
|
ნაზი ბერიძე 24.02.2023
უკრაინის ომში მხარეები საკუთარ დანაკარგს ამცირებენ, მტრისას კი აზვიადებენ, აცხადებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი მონაცემებით, სულ ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 70-80 ათასამდე რუსი და 40 ათასამდე უკრაინელი სამხედრო, ასევე დაახლოებით 30 ათასი უკრაინელი მშვიდობიანი პირი.
|
ნაზი ბერიძე 20.02.2023
ჩინეთი გადაკვეთს წითელ ხაზს თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას გრინფილდმა „სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა. საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი არასდროს მიიღებს აშშ-ს მიერ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობისკენ თითის გაშვერას, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა იგი კონფრონტაციისკენ არ არის მიმართული.
|
ნაზი ბერიძე 19.02.2023
რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რუსეთის სრულიად განადგურება და მისი დეზინტეგრაცია სამ ან ოთხ ნაწილად, სულაც არ აწყობთ მსოფლიო ლიდერებს, რადგან გამოიწვევს ჩამოშლასა და ანარქიულ პროცესებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|