თამთა ჩაჩანიძე
19.06.2024

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა. ჰერჩინსკი საპასუხოდ ამბობს, რომ პირიქით, ამან ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტიურად გაყინა.

ნატალია ჯვარიძე
19.06.2024

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფედერალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შორის სრულ ერთიანობას ხედავს. როგორც იგი აღნიშნავს, მიგრანტების შესამცირებლად ყველა ზომა მიღებული იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
19.06.2024

 

იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის ვადა ამ წლის ოქტომბერში ეწურება და მას დიდი ალბათობით ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე ჩაანაცვლებს, ამ კანდიდატურას საბოლოოდ უკვე აქვს სლოვაკეთის და უნგრეთის მხარდაჭერა, რომლებიც ბოლო მომენტამდე წინააღმდგები იყვნენ. ეს უკვე დაადასტურა, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ისე სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ.

თამთა ჩაჩანიძე
18.06.2024

25 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რითაც ოფიციალურად სტარტს აიღებს უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება. უნგრეთმა, რომელიც ამ ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა, ქვეყნის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ მიაღწიეს ბუდაპეშტის პირობის ჩართვას მოლაპარაკებების ჩარჩოში, უკრაინაში ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემის შესახებ.

გვანცა წულაია
18.06.2024

უკვე მესამე დღეა, თბილისის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერსა“  და თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას ერთი კვირა დასჭირდება, თუმცა სპეციალისტები გაცილებით დიდ ვადას ასახელებენ, საუბარია რამდენიმე თვეზე. უწყლობა, როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს უკვე საშინელ პრობლემად ექცა.

ელზა პაპოშვილი
18.06.2024

გასულ ღამეს, ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შევიდა და თანხას ითხოვდა. თუმცა, თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო, მაგრამ ადილიდან გაქცევა მოახერხა. 

ელზა პაპოშვილი
18.06.2024

ითანამშრომლებენ თუ არა "ლელო" და "საქართველოსთვის" - გახარიას გუნდი თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა "ლელო" თავს იკავებს . 16 ივნისს პალიტრანიუსის ეთერში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ლელოსთან თანამშრომლობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ყველაზე ახლო პარტია მათთვის „ლელოა“, ხოლო მისი პარტია თანამშრომლობისთვის ღიაა.  

თამთა ჩაჩანიძე
18.06.2024

აშშ-ს სახდეპს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „სამშვიდობო გეგმა" საერთაშორისო ნორმებს, ძირითად მორალს, საღ აზრს ეწინააღდეგება და რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა. ამასვე აღნიშნავენ ანალიტიკოსებიც, რომ პუტინი ამით თამაშობს, რადგან ისეთი პირობები აქვს წამოყენებული, რისი პასუხიც თავადაც იცოდა.

ნატალია ჯვარიძე
18.06.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დაიბრუნებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ სწორ გზაზე დგას.

ნატალია ჯვარიძე
18.06.2024

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანტთნ ერთად, კომპანია „ჯორჯიან ენდ ფაუერის" (GWP) გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. მათივე ცნობით, სოფელ წიწამურთან ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს.

ლაშა გელოვანი
17.06.2024

სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების  მაგისტრარული წყალსადენის დაზიანების შედეგად ქალაქის ნაწილს თითქმის 2 დღეა წყალი არ მიეწოდება.თბილისელებისათვის  ყველაზე ცუდი ამბავი კი ისაა, რომ არავინ იცის, თუ როდის შეძლებს წყალმომარაგების კომპანია  GWP ავარიის აღმოფხვრას. 

ელზა პაპოშვილი
17.06.2024

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორტიკების გასაღების უპრეცედეტო სქემა გაშიფრეს. როგორც გამოძიებით დგინდება,  10 პირია დაკავებული. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×