რეზონანსი
01.05.2024

ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ და ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება, ეს არ უნდა წარმოადგენდეს უდიდეს პრობლემას, დღეს გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არავის მიეცემა უფლება, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.

„არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია, ამ ქვეყნის მტრებს აქვთ სურვილი, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ არ სჭირდებათ პატრიოტი ხელისუფლება, მათ სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, თუნდაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ქვეყნის ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება და ა.შ. ის გამოწვევები და სირთულეები, რაც იყო, რაზეც ვსაუბრობდით, დღესაც დღის წესრიგშია და ჩვემ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და არავის მივცეთ უფლება და შესაძლებლობა, ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარდა და ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნებათ, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციით და არა გადატრიალებით. არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებს და ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×