ელზა პაპოშვილი
12.08.2022

მას შემდეგ, რაც მმართველი ძალის ყოფილი წევრები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობენ და „ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატი  ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან ამერიკის საელჩოსთან იყო შეთანხმებული, ისმება კითხვა, საიდან აქვთ ამ ადამიანებს მსგავსი ინფორმაცია და რაზე დაყრდნობით იშვერენ ხელს ელჩის მისამართით? ხომ არ გამოიწვევს ეს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას და რატომ ხდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მისამართით მსგავსი ბრალდებების გაჟღერება? ამ თემაზე „რეზონანსი“ ანალიტიკოს გია აბაშიძე ესაუბრა. 

ია აბულაშვილი
12.08.2022

ფართომასშტაბიან აქციებს ხალხის მხარდაჭერა და ფინანსები სჭირდება, ოპოზიციას კი არც ერთი ეს აღარ შერჩა, დარჩა მხოლოდ იაფფასიანი „ტრიუკები", რომლებსაც განხორციელება არ უწერია - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ფართომასშტაბიან აქციებსა და ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

 

ია აბულაშვილი
12.08.2022

დღეს საქართველოს პოლიტიკური ხსნა არის ის, რომ უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ეს იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი, სხვა გზას მე ვერ ვხედავ - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას.

ელზა პაპოშვილი
11.08.2022

აპირებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება შემოდგომაზე 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად თანამშრომლობას და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს? „ნაციონალურ მოძრაობაში“ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად „ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავენ, თუმცა ამის პარალელურად იმუქრებიან, რომ თუკი ხელისუფლება ამ პუნქტებს ჩააგდებს,  ხალხს ქუჩაში  გამოიყვანენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შემოდგომისთვის რეალურად სხვა გეგმები აქვს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა მხოლოდ პოლიტიკური მანევრია?  აქვს  თუ არა  ოპოზიციას იმის რესურსი, რომ ქვეყანაში მასობრივი და პერმანენტული აქცია მოაწყოს? 

ქეთო გოგოხია
11.08.2022

ყველაზე მეტი რაოდენობის ტურისტი  საქართველოში ამჟამად აჭარაშია, მათ შორის, განსაკუთრებით ბათუმი უპირობო ლიდერია, სადაც დამსვენებლების 90%-ს რუსები შეადგენენ. როგორც აღმოჩნდა, მეზობელი რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები, ძირითადად, სომხები, ქობულეთს და ანაკლიას სტუმრობენ.  ყველაზე ნაკლები ტურისტი გურიაშია. როგორც ,,რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, დამსვენებლების უჩვეულო მცირე რაოდენობაა ურეკსა და მალთაყვაში, სადაც წინა სეზონებზე აშკარად მეტი აქტიურობა შეიმჩნეოდა.

თეონა ვეშაგური
11.08.2022

ვრცელი წერილის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრები მედიასთან განცხადებებს აკეთებენ - რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

თიკა სიბოშვილი
11.08.2022

საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება საგრძნობლად გაზრდილია. ბინებზე ფასის მატების მთავარ მიზეზად სამშენებლო მასალების გაძვირება სახელდება. ბოლო პერიოდში სექტორში პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა ტენდენციაა მშენებლობის კუთხით და როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

ელზა პაპოშვილი
11.08.2022

შეხვდებიან თუ არა ვოლოდიმერ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე? რა სახის გარდატეხვა შეიძლება ამან ომის მიმდინარეობაზე მოახდინოს და აქვს თუ არა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას აზრი? 

როგორც ცნობილი ხდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა შემოდგომაზე, ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე გაემგზავროს, თუკი მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.

თეონა ვეშაგური
11.08.2022

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მწვავეა, თუმცა არ ველი კიდევ უფრო მწვავე შემოდგომას, თუ რა თქმა უნდა, რაიმე არაორდინალური არ მოხდა. როგორც ჩანს, „ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს აღებული აქვთ ანტიდასავლური გეზი, რასაც არ ექნება ხალხის დიდი მხარდაჭერა. საქართველოში არასტაბილური მდგომარეობა აწყობს მხოლოდ რუსეთს, - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თეონა ვეშაგური
11.08.2022

თუ თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურებზე გაგრძელდა, გაიზარდება რადიაციის დონე, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნების მოსახლეობას. ამ შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დაეკისრება, ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის ფაქტს.

ელზა პაპოშვილი
10.08.2022

შეიარაღებული თავდასხმა უცხოელ სტუდენტებზე - თბილისში, ტაშკენტის 18 ნომერში 5 პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და 3 ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღა. სტუდენტები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ თავდამსხმელებს თან ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ჰქონდათ, ერთ-ერთ სტუდენტს თავისა და ხელის არეში დანით დაზიანებები მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

თიკა სიბოშვილი
10.08.2022

დიდი სიძვირის შემდეგ საქართველოს ბაზარზე საწვავის გაიაფება დაიწყო. პოზიტიური ნიშნები ლარის კურსის გამყარებამ და ქვეყნის გარეთ ნავთობპროდუქტების გაიაფებამ გამოიწვია. სავარაუდოდ, მალე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება მცირე (არაბრენდირებულ) ავტოგასამართ სადგურებზე 3 ლარს ჩამოსცდება, დიზელის ღირებულება კი - 4 ლარს. ახლა უკვე არსებობს დადებითი მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და გაიაფება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×