თამთა ჩაჩანიძე
09.11.2026

"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ალიანსში აღარ არის, თუმცა, პარტია საპროტესტო პროცესებში მონაწილეობას აპირებს. ენმ-ში აცხადებენ, რომ ალიანსის საქმიანობაში პარტია ბოლო თვეების განმავლობაშიც არ მონაწილეობდა და ახლა მისთვის მთავარი არა პოლიტიკური უთანხმოებები, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი და 28 ნოემბრის აქციაა.

ქეთო გოგოხია
09.11.2026

აჭარაში ციტრუსის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური პირობების გამო წლიური მოსავალი რეკორდული არ არის, შეიქმნა ყველა საჭირო პირობა, რათა ნარინჯისფერმა რთველმა თითოეულ მხარეს - სახელმწიფოს, ბიზნესსა და ფერმერებს  სასურველი შედეგი მოუტანოს. ამასთან, ხელისუფლების მთავარი სწორება ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეა. ამ დადებით მოლოდინს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ეფექტიანი საორგანიზაციო ღონისძიებებიც აძლიერებს.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2026

მოსკოვიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კიდევ ერთი განცხადება ისმის - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წელს პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსი აიღო.

ნატალია ჯვარიძე
09.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით". "ვფიქრობ, ეს მოხდება და საბოლოოდ უკრაინა ოდნავ განსხვავებული ფორმით დარჩება", - აღნიშნა ტრამპმა CBS-ის გადაცემა 60 Minutes-ში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება.

რეზონანსი
09.11.2026

ინტერლაკენი შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურირტია, რომელიც 12 თვის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს დედამიწის ყველა კუთხიდან. ინტერლაკენი მშვენიერი გაჩერებაა თუ ცენტრალური შვეიცარიის გასაოცარი ლანდშაფტის ხილვა გსურთ. ეს ტბის პირა კურორტი ტურისტებს ნავის ტურებით, გასაოცარი მატარებლით და ფუნიკულიორით იზიდავს და გარშემო არსებული ბუნების დათვალიერებას კომფორტულად გპირდებათ.

ნატალია ჯვარიძე
08.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა ერთი დღით გადაიდო და 10 ნოემბერს განახლდება. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია კვლავ ეცდება პროცესის გაწელვას. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სხდომაზე სარჩელის აბსურდულობასა და მმართველი ძალის არაკონსტიტუციურ ზრახვებს დეტალურად ამხელენ.

ნატალია ჯვარიძე
08.11.2026

ირანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკასა და ზანგეზურის დერეფნის პროექტს („ტრამპის მარშრუტი") მკაცრად აკრიტიკებს. ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა, ალი აქბარ ველაიათიმ განაცხადა, რომ თუ ტრამპი და მისი მოკავშირეები ირანის „წითელ ხაზს" გადაკვეთენ, „ფეხებს დავამტვრევთო". ამასთან, მრჩევლის შეფასებით, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, სომხეთის ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ი

თამარ ოყუჯავა
07.11.2026

პარლამენტის მიერ 28 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლებასა და საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, საპატრიარქოს მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი გახდა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად შიო მესამის არჩევის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესია მმართველი გუნდის ინიციატივას ღიად უპირისპირდება, ხელისუფლება კი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს.

თამარ ოყუჯავა
06.11.2026

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების" ინიციატივა საარჩევნო პროცედურებისა და შედეგების გასაჩივრების წესების ფუნდამენტურ გადახედვას ითვალისწინებს, რასაც მესამე სექტორისა და ექსპერტების უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ნატალია ჯვარიძე
06.11.2026

პირველად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მაღალი რანგის წარმომადგენელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×