თამარ ვეფხვაძე 11.11.2026

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ათ წელიწადში 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ უცხოელი მიგრანტების ხარჯზე. დემოგრაფების განცხადებით, სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ ეს პრობლემა ბოლო ათ წელიწადში კი არა, 2000-იანი წლების დასაწყისიდან გამოიკვეთა, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით, ქვეყანაში უცხოელი მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. პრობლემა სერიოზულია, თუმცა გამოსავალიც არსებობს - აუცილებელია პირადობის მოწმობასა და პასპორტში ეროვნების გრაფის აღდგენა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
|
ქეთო გოგოხია 11.11.2026

მაღალი ინფლაციის ფონზე საქართველოში ხელფასების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლიდან 217 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი გაეზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 810 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. სახელმწიფო დონეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების ეტაპობრივ გაუმჯობესებასა და სოციალური გარანტიების შექმნას ისახავს მიზნად, თუმცა, პარალელურად, მწვავედ დგას რესურსების სამართლიანი განაწილების საკითხი.
|
ირმა ჩიტაია 10.11.2026

თითქმის ორი კვირაა ნავთობის მუდმივად იაფდება. ამერიკის შუალედური არჩევნების შემდეგ დამდგარი ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ღირებულებამ 91 დოლარი შეადგინა. სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო შეიცვალოს ჰორმუზის სრუტის გახსნის შემთხვევაში, რაც ბაზარზე ნავთობის დამატებით ნაკადს შეიტანს და ფასს კიდევ უფრო დააგდებს. თუ ახალი რეალური სამხედრო დაპირისპირება არ გაჩაღდა, ენერგომატარებლების საგრძნობი გაიაფება გარდაუვალია.
|
თამარ ვეფხვაძე 10.11.2026

საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ ცვლილებების პროექტს, რომლითაც საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია უნდა გაჩნდეს. სპეციალისტები ამ ცვლილებას მიესალმებიან, თუმცა, მათი აზრით, პრობლემა ამით მაინც არ მოგვარდება.
|
ქეთო გოგოხია 09.11.2026

ზანგეზურის დერეფნის პროექტი, დიდი ალბათობით, ვერ განხორციელდება. გეოპოლიტიკური დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში სახიფათო ფაზაში შედის. დერეფნის გარშემო განვითარებული მოვლენები ირანისთვის გადაუჭრელ „წითელ ხაზად“ იქცა. თეირანი სომხეთს ღიად და ხისტი ტონით აფრთხილებს, რაც უკვე აღარ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური საუბარი, არამედ პირდაპირი მუქარაა. ირანი არ დაუშვებს ამერიკული გავლენის გავრცელებას საკუთარ საზღვრებთან და სტრატეგიულ დერეფანზე კონტროლის გადაცემას მისდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის.
|
ქეთო გოგოხია 09.11.2026

აჭარაში ციტრუსის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური პირობების გამო წლიური მოსავალი რეკორდული არ არის, შეიქმნა ყველა საჭირო პირობა, რათა ნარინჯისფერმა რთველმა თითოეულ მხარეს - სახელმწიფოს, ბიზნესსა და ფერმერებს სასურველი შედეგი მოუტანოს. ამასთან, ხელისუფლების მთავარი სწორება ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეა. ამ დადებით მოლოდინს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ეფექტიანი საორგანიზაციო ღონისძიებებიც აძლიერებს.
|
თამარ ვეფხვაძე 05.11.2026

ერთი კვირაა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების საგრძნობი გაიაფების ტენდენცია შეინიშნება. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, დღემდე მივეჩვიეთ, რომ გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებული კლების ტენდენცია ჩვენთან არასდროს ჰპოვებს სათანადო ასახვას. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი მონოპოლიზებულია, შესაბამისად, დიზელისა და ბენზინის ფასებიც მაღალია.
|
ქეთო გოგოხია 04.11.2026

ავიაკომპანიების ტარიფები გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა არ შეცვლილა და თითქმის ყველა მიმართულებაზე შენარჩუნებულია. ზოგიერთ შემთხვევაში მგზავრთა ნაკადის ზრდაც შეიმჩნევა, რაც განსაკუთრებით ისრაელსა და აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებაზე აისახა. ბილეთების გაძვირების მიზეზი კი, საწვავის მაღალი ხარჯია.
|
თამარ ვეფხვაძე 04.11.2026

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 282.2 მილიონ ბარელამდე შემცირდა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ცალკეულ ბაზრებზე დიზელის საწვავის მარაგი, ჰორმუზის სრუტის კოლაფსის ფონზე, 35-წლიან სეზონურ მინიმუმამდე დაეცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები დამარცხდნენ. შესაბამისად, არსებული მძიმე ეკონომიკური პრობლემის მოგვარება, სწორედ დემოკრატებს მოუწევთ. შეიცვლება თუ არა კრიზისი პირას მისული გლობალური ეკონომიკური ტენდენცია?
|
ირმა ჩიტაია 03.11.2026

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელმა, ფაქტობრივად ორჯერ გადააჭარბა მიზნობრივს და წლის ბოლომდე შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. მატულობს საყოფაცხოვრებო ხარჯები, რაც რიგითი ადამიანების ცხოვრებას უფრო ამძიმებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სანამ მიდგომა არ შეიცვლება, მდგომარეობა დამძიმდება და უახლოეს მომავალში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.
|
რეზონანსი 03.11.2026

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც საერთაშორისო ბანკების შვილობილებისთვის საქართველოში ლიცენზიის მიღება მარტივდება. რეალურად, რა იცვლება ამ კანონპროექტით და რა პროცესებს უნდა ველოდოთ საბანკო სექტორში? „რეზონანსის“კითხვებზე დარგის სპეციალისტების ერთი ნაწილის პასუხი ცალსახაა - სინამდვილეში, ეს არის ტექნიკური ცვლილება, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით, უცხოური ბანკების ფილიალების გახსნა მარტივდება. ექსპერტების მეორე ნაწილი კი შიშობს, რომ ეს არის საფრთხის შემცველი, უკანონო ფინანსური სახსრების მოსაზიდად.
|
ირმა ჩიტაია 02.11.2026

საქართველოში ბინების ფასი ლარში ინფლაციის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად უსწრებს. თუ ეს პროცესი არ დასტაბილურდა, სფეროში შესაძლოა, 2008 წლის კრიზისის სცენარი განმეორდეს. გაძვირების ასეთმა სწრაფმა ტენდენციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბინის შეძენა თითქმის შეუძლებელი გახადა. ამას ადასტურებს სტატისტიკაც, სადაც ნათქვანია, რომ მყიდველთა თითქმის 50%-ი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სპეცილისტების აზრით, თუ სახელმწიფო და ფინანსური სექტორი დროულად არ იზრუნებენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ალტერნატივების შექმნაზე, არსებული ბუმი შესაძლოა, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|