თამთა ჩაჩანიძე
19.11.2026

საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, "ოცნების" ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებები რუსეთის ღიად მოკავშირე ბელარუსის დედაქალაქში გამართოს, ოპოზიცია მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მათი განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შეხვედრა არა ნეიტრალურ საერთაშორისო პლატფორმაზე, არამედ მინსკში იმართება, თანაც მოლაპარაკების დღის წესრიგი საზოგადოებისთვის უცნობია.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა კვლავ ურთიერთბრალდებებისა და მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციისგან 4 ოქტომბრის მოვლენებთან, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებთან და საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ, ოპოზიცია კი მოსარჩელე მხარის კითხვებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად აფასებს.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2026

"ქართულ ოცნებასა" და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა თანდათან მწვავდება, მხარეები ურთიერთკრიტიკას არ წყვეტენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბრიუსელისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს კვლავ აკეთებენ. ამჯერად სამიზნე ევროკავშირის ელჩია, რომლის პოზიციასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილი საჯაროდ აკრიტიკებს.

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2026

ევროპისთვის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობის საკითხი და სატრანსპორტო კავშირების გაღრმავება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ამ პროცესში კი საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ ფორუმზე არ მიიწვიეს, მოგვიანებით კი დაკავშირებადობის მინისტერიალში მხოლოდ ელჩის დონეზე მონაწილეობაზე თავად თქვა უარი. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საბოლოო ჯამში წამოყენებულ მოთხოვნებს შეარბილებს საქართველოსთან და დიალოგს დაიწყებს, ნაწილი კი ასეთ სცენარს სკეპტიკურად უყურებს.

ნატალია ჯვარიძე
17.11.2026

ევროკავშირი სირიასთან ასოცირების შეთანხმების განახლებისას ერთ-ერთ პირობად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას დააყენებს. მმართველ გუნდში ამას სერიოზულად არ აღიქვამენ, ოპოზიცია კი ინიციატივას მიესალმება. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების პასიურობისა, გამორიცხული არაა სირიამ ევროკავშირს ანგარიში გაუწიოს.

თამარ ოყუჯავა
17.11.2026

 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული სამხრეთ კავკასიაში ოფიციალურ ტურნეს მართავს. რეგიონში თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, იგი 17 ნოემბერს ბაქოში ჩავიდა, 18 ნოემბერს კი ერევანს ეწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის დეკლარირებული მიზანი რეგიონში ევროპული პარტნიორობის გაძლიერება და რუსეთის გავლენის შეკავებაა, გერმანიის პირველი დიპლომატის მარშრუტში თბილისი კვლავ არ ფიგურირებს.

ნატალია ჯვარიძე
17.11.2026

ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ „შაბათის მარშს" ერთ-ერთი აქტივისტი შიდა უთანხმოებისა და გაუმჭვირვალობის მიზეზით ემიჯნება. ხელისუფლების ოპონენტების გარკვეული ნაწილი მის პოზიციას იზიარებს. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ აქციებს აზრი დაეკარგა. ექსპერტთა შეფასებები განსხვავებულია - ნაწილი ამას ინდივიდუალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ მარშმა თავი ამოწურა.

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2026

3 დეკემბერს, ლუგანოში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რომელი ქვეყანა ჩაიბარებს ორგანიზაციის თავმჯდომარეობას 2027 წელს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე სამი კვირით ადრე ვითარება კვლავ ჩიხშია. თავმჯდომარეობისთვის მთავარი ბრძოლა კვიპროსსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს - კვიპროსის კანდიდატურას ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უჭერს მხარს, თუმცა მას თურქეთი ბლოკავს, საქართველოს კანდიდატურას კი ევროპული ქვეყნების ნაწილი ეწინააღმდეგება.

თამთა ჩაჩანიძე
16.11.2026

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ახალი საკომუნიკაციო არხი უკვე ამოქმედდა და გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დამყარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი შეხვედრის გამართვასაც უახლოეს პერიოდში პროგნოზირებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს, სავარაუდოდ, ძალიან მალე შეხვდება.

თამთა ჩაჩანიძე
16.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. მეცამეტე სხდომაზე სასამართლოს წინაშე "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები წარსდგნენ.

ნატალია ჯვარიძე
15.11.2026

შსს-მ მიტროპოლიტ იობის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფისა და თავდასხმის ფაქტზე სამართალწარმოება დაიწყო და საქმე სასამართლოში გადაგზავნა. „ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში მეუფე იობზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო, ორშაბათს სასამართლოშია დაბარებული. თავად მეუფემ კი კვირას მორიგი ქადაგებისას ახალი განცხადება გააკეთა.

ნატალია ჯვარიძე
15.11.2026

28 ნოემბერს, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პრემიერ კობახიძის ცნობილი განცხადების ორი წლისთავზე, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ საპროტესტო მარშს გეგმავენ. თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა საღამოს 7 საათზე ერთდროულად დაიწყება მეტრო „ავლაბრიდან" და თსუ-ს პირველი კორპუსიდან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აქცია არ იქნება განსაკუთრებულად მასშტაბური და მას არც რაიმე ხელშესახები პოლიტიკური შედეგი არ ექნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×