რეზონანსი
10.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირების, მუქარის, თავდასხმების პროვოცირებას, ძალადობას ახორციელებს „ქართული ოცნება" თავისი ოფიციალური თუ არაოფიციალური სტრუქტურებით, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასე იწყებოდა 90-იანებში საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, „რაც საბოლოოდ გამოუსწორებელი ტრაგედიით დამთავრდა, ქართველმა ქართველს ესროლა, მოხდა სამოქალაქო ომი".

„რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის ანალოგი ხდება ახლაც. ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას. ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ.

დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება, იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, იქ, სადაც თავისუფლება და დამოუკიდებლობაა", - წერს ხაზარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×