ელზა პაპოშვილი 09.05.2024
დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაისის აქციის მონაწილეების დაკავებები და მიეცემა თუ არა დაპატიმრებებს მასობრივი სახე. როგორც შსს-ში აცხადებენ, დააკავებენ ყველა იმ პირს, ვინც რუსთაველის გამზირზე პოლიციის წინააღმდეგ მოქმედებდა და კანონს არღვევდა. ახლა მიმდინარეობს ვიდეო მასალის შესწავლა და კანონდამრღვევების იდენტიფიცირებისთანავე ყველა მათგანი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაში მიეცემა.
|
გვანცა წულაია 09.05.2024
მიმდინარე ეტაპისთვის რეფერენტული ფასი 7000-ზე მეტ მედიკამენტზე მოქმედებს. ასეთი შედეგია წამლებზე ზედა ზღვრის დაწესების თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე. მიღებული შედეგი მართლაც თვალში საცემია და ზედა ზღვრის დაწესებამ ქვეყანაში ბევრი მედიკამენტი გააიაფა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში და არა მარტო ამ დროში, სხვადასხვა პრობლემამ იჩინა თავი.
|
ელზა პაპოშვილი 09.05.2024
არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და რას ნიშნავს ქვეყანაში ჯერ სატელეფონო მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ, შემდეგ კი ოპოზიციონერ ლიდერებზე ერთდროულად განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ანგარიშსწორება, რათა 11 მაისს დანიშნულ საპორტესტო აქციაზე მიმსვლელი მოქალაქეები დააშინონ. მათი აზრით, „ოცნება“ პანიკაშია და მისი მოქმედებები უკონტროლო გახდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.05.2024
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს. გავრცელებული ცნობებით, პუტინისა და ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა კრემლში 8 მაისს საღამოს გაიმართა, თუმცა ფაშინიანი 9 მაისის აღლუმს არ დასწრებია. მან მოსკოვში ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომას ჩაატარა, რომლის თავმჯდომარე ქვეყანაც ამჟამად სომხეთია.
|
ირმა ჩიტაია 09.05.2024
უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნამ იკლო. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მყიდველთა ძირითადი ნაწილი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურად ქართველები არიან. მათი მხრიდან წამოსული მზარდი ნაკადი კი მინელდა. ქართული ბაზარი გაჯერებულია, რამაც სფეროში რყევები გამოიწვია.
|
გვანცა წულაია 09.05.2024
ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების გამო ზაფხულის ტურისტულ სეზონს გარკვეული საფრთხე ელის. უკვე შეინიშნება ჯავშნების გაუქმება, რასაც ჯერჯერობით ერთეული სახე აქვს, თუმცა თუკი ვითარება არ დამშვიდდება, ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ეს პროცესი უფრო ფართო ხასიათს მიიღებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.05.2024
პერმანენტული აქციების ფონზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია, თუმცა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ „შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა", ეს კი ანალიტიკოსების ნაწილს აფიქრებინებს, რომ ენმ-ს გეგმებში არჩევნებამდე მოცდა არ შედის.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.05.2024
ბოლო დღეებში მოაქლაქეებზე თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო, 8 მაისის ღამეს ნიღბიანები ქუჩაში რამდენიმე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ამის ამსახველი ვიდეოკადრები და ფოტოები. შსს აცხადებს, რომ თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
|
გვანცა წულაია 08.05.2024
საპენსიო სააგენტოში სხვადასხვა სახის ცვლილებების შემოღება იგეგმება. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დარეგულირება კანონით მოხდება, რომელსაც ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიესალმება, მეორე ნაწილი კი, პირიქით, დიდ პრობლემას ხედავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.05.2024
პერმანენტული აქციების ფონზე, ბოლო დროს თვალში საცემად იზრდება შიდა დაპირისპირება საზოგადოებაში. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ინციდენტებში, რომელიც მედიით შუქდება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს სახიფათო ტენდენცია ახლო მომავალში, სავარაუდოდ, გაგრძელდება და პოლარიზაციის ხარისხი უფრო მოიმატებს. ამასთან, მათივე შეფასებით, „გახლეჩილობა ჩვეულებრივი პროცესია იმ საზოგადოებაში, რაც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის პირობებში იმყოფება".
|
ქეთო გოგოხია 08.05.2024
შუა დერეფანზე მოთხოვნა არნახულად იზრდება. გლობალური საერთაშორისო გამოცემები ამ დერეფნის გაძლიერებული როლის შესახებ სისტემატურად წერენ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ვერ ეწევა. ახლა მთავრობას გაძლიერებული მუშაობა უწევს, რომ გაზრდილ მოთხოვნას ფეხი აეწყოს და სარგებელი, რაც უნდა შუა დერეფნის მეშვეობით მიიღოს ქვეყანამ, მაქსიმალურად იქნას ათვისებული.
|
ელზა პაპოშვილი 08.05.2024
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია საპროტესტო აქციაზე პროტესტის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისას „მკაცრ ზომებს“ გამოიყენებს. ინტრენეტში კი გავრცელდა ოპოზიციის წარმომადგენელთა საუბრის ფარული ჩანაწერები. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და საით მიდის პროცესები?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|