რეზონანსი
04.06.2024

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ხოლო წინა ხელისუფლება სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტელებებით ხელმძღვანელობდა. შალვა პაპუაშვილი თავს ასევე ოპოზიციას ესხმის და მათ სტრატეგიულ პარტნიორებთან კეთილგანწყობის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, "ომის ქარტიის" პოლიტიკოსები უცხოელებს "თვალებში შესციცინებენ". 

ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით და  მანდატით. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით. თუკი წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აწყობილი იქნება სხვა ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე, შანტაჟზე, მუქარაზე, მაშინ რად გვინდა ასეთი ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება ჩვენ გვყავდა 2012 წლამდე. ხელისუფლება, რომელიც ერთ რამეს უყურებდა, ტაშს დაუკრავდნენ თუ არა გარედან. ეს ომის ქარტიის მონაწილეები აი, ასეთი პოლიტიკოსები არიან. უყურებენ ყოველ დღე ტვიტერში, ღამე არ იძნებენ, იმიტომ, რომ იციან, რომ ბრიფინგი იქნება სხვა ქვეყანაში. შესციცინებენ თვალებში უცხოელებს, რომ რა სიტყვები გადმოვა მათი ბაგეებიდან, რომ ამ ბაგეებიდან გადმოსული სიტყვები შემდეგ აქციონ საკუთარ დღის წესრიგად, - ამბობს პაპუაშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×