თამთა ჩაჩანიძე 18.06.2024
25 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რითაც ოფიციალურად სტარტს აიღებს უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება. უნგრეთმა, რომელიც ამ ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა, ქვეყნის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ მიაღწიეს ბუდაპეშტის პირობის ჩართვას მოლაპარაკებების ჩარჩოში, უკრაინაში ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემის შესახებ.
|
გვანცა წულაია 18.06.2024
უკვე მესამე დღეა, თბილისის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერსა“ და თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას ერთი კვირა დასჭირდება, თუმცა სპეციალისტები გაცილებით დიდ ვადას ასახელებენ, საუბარია რამდენიმე თვეზე. უწყლობა, როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს უკვე საშინელ პრობლემად ექცა.
|
ელზა პაპოშვილი 18.06.2024
გასულ ღამეს, ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შევიდა და თანხას ითხოვდა. თუმცა, თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო, მაგრამ ადილიდან გაქცევა მოახერხა.
|
ელზა პაპოშვილი 18.06.2024
ითანამშრომლებენ თუ არა "ლელო" და "საქართველოსთვის" - გახარიას გუნდი თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა "ლელო" თავს იკავებს . 16 ივნისს პალიტრანიუსის ეთერში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ლელოსთან თანამშრომლობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ყველაზე ახლო პარტია მათთვის „ლელოა“, ხოლო მისი პარტია თანამშრომლობისთვის ღიაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.06.2024
აშშ-ს სახდეპს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „სამშვიდობო გეგმა" საერთაშორისო ნორმებს, ძირითად მორალს, საღ აზრს ეწინააღდეგება და რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა. ამასვე აღნიშნავენ ანალიტიკოსებიც, რომ პუტინი ამით თამაშობს, რადგან ისეთი პირობები აქვს წამოყენებული, რისი პასუხიც თავადაც იცოდა.
|
ნატალია ჯვარიძე 18.06.2024
პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დაიბრუნებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ სწორ გზაზე დგას.
|
ნატალია ჯვარიძე 18.06.2024
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანტთნ ერთად, კომპანია „ჯორჯიან ენდ ფაუერის" (GWP) გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. მათივე ცნობით, სოფელ წიწამურთან ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს.
|
ლაშა გელოვანი 17.06.2024
სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების მაგისტრარული წყალსადენის დაზიანების შედეგად ქალაქის ნაწილს თითქმის 2 დღეა წყალი არ მიეწოდება.თბილისელებისათვის ყველაზე ცუდი ამბავი კი ისაა, რომ არავინ იცის, თუ როდის შეძლებს წყალმომარაგების კომპანია GWP ავარიის აღმოფხვრას.
|
ელზა პაპოშვილი 17.06.2024
საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორტიკების გასაღების უპრეცედეტო სქემა გაშიფრეს. როგორც გამოძიებით დგინდება, 10 პირია დაკავებული.
|
ქეთო გოგოხია 17.06.2024
ეკონომიკური ზრდის პარალელურად მთავრობა საბიუჯეტო ხარჯსაც ზრდის. ამის მყარ საფუძველს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იძლევა, პირველ რიგში, ტურიზმთან დაკავშირებული მოლოდინი, რამაც მშპ-ს მაჩვენებელზეც დადებითად იმოქმედებს. ვარაუდი, რომ სანქციები ამ მხრივ უარყოფით როლს შეასრულებს და პროგნოზი გაუარესდება, რეალურად არ მართლდება. ფაქტობრივად, ეკონომიკური ტემპი არის იმაზე მაღალი, ვიდრე უნდა იყოს.
|
ქეთო გოგოხია 17.06.2024
საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით წელს დაძაბულობაა. იმის გამო, რომ სტრატეგიული პროდუქტის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლიანობა შემცირებულია, ფასი მაღლა იწევს. მიმდინარე პერიოდში დინამიკა არასახარბიელოა. დღეს, როცა მოსავლის აღების პროცესი ასე ახლოსაა, გლობალურ ბაზრებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 5,50-დან 6,50 დოლარამდე გაიზარდა. მოსავალი არც საქართველოშია საუკეთესო, თუმცა შარშანდელთან შედარებით, მეტი რაოდენობაა და სტაბილურობაც ასე თუ ისე გარანტირებულია. შესაბამისად, მოლოდინიც შედარებით საიმედოა.
|
ელზა პაპოშვილი 17.06.2024
პუტინის ულტიმატუმი „მშვიდობისათვის” - როგორ და რა ფორმით შესაძლოა უკრაინის ომის ირგვლივ მოვლენები განვითარდეს. „კიევმა უნდა გაიყვანოს ჯარები რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიებიდან და უარი თქვას ნატოში გაწევრებაზე, რუსეთი კი საპასუხოდ დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს”, – ასეთია ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი ულტიმატუმი, რომელიც მან უკრაინას წაუყენა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|