გვანცა წულაია
14.07.2022

თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. ასეთია მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას საქართველოზეც მოახდენს და ქვეყანაში თურქეთიდან შემოტანილ მედიცამენტს გააძვირებს. წინასწარი ინფორმაციით, მატება დაახლოებით 30%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა თურქული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით მაინც იაფი ეღირება.

გვანცა წულაია
13.07.2022

საქართველოს საბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ორი მოსალოდნელი ცვლილება მიმდინარე წლის მარტში წარადგინა, რაც სავალუტო დაკრედიტების ზღვრის აწევასა და სარეზერვო მოთხოვნის ზრდას ითვალისწინებს. რას მოიტანს და რას შეცვლის საბანკო სფეროში ცვლილებების შეტანა?

თიკა სიბოშვილი
13.07.2022

საქართველოში სამუშაო ადგილებსა და დასაქმებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მცირდება. ვაკანსიების რაოდენობა მატულობს, თუმცა სამსახურის მაძიებლები პასიურობენ და არ ცდილობენ დასაქმებას. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია მიზეზები, თუ რატომ არ სურთ მოქალაქეებს მუშაობა და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან თუკი საქართველოს მოქალაქეები არ დასაქმდებიან, ბიზნესი იძულებული გადება, ისინი უცხოელი მუშახელით ჩაანაცვლოს, რაც დემოგრაფიულ სურათზეც უარყოფითად აისახება.

გვანცა წულაია
12.07.2022

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროს კურსი დოლარის კურსს გაუტოლდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ მეტადაც გაუფასურდეს. დღეს ორივე უცხოური ვალუტა 2.87 ლარი ღირს. მომდევნო დღეებში შეიძლება, უპრეცედენტო შემთხვევაც მოხდეს და ევრო უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე - დოლარი. რა იწვევს საერთოევროპული ფულის გაუფასურებას და რას ნიშნავს, როდესაც უცხოური ვალუტები ერთსა და იმავე ნიშნულზეა?

ქეთო გოგოხია
12.07.2022

მსხვილი სავაჭრო ობიექტები შაქრის რეალიზაციის პრობლემას ხელოვნურად ქმნიან. ბოლო რამდენიმე დღეა, დახლებზე ასაწონი შაქარი თითქმის არ იშოვება და მომხმარებელს შეფუთული პროდუქტის ძვირად ყიდვა უწევს. ამასთან, ორივე კატეგორიის შაქარი გაძვირებულია, როცა ბაზარზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. მეტიც, იმპორტიორები მოსალოდნელ გაიაფებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასები უახლოეს 2-3 დღეში 10-20 თეთრის ფარგლებში შემცირდება.

გვანცა წულაია
12.07.2022

მსოფლიოში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის ფონზე, საქართველოში 16 მილიარდი კუბმეტრი გაზის საბადო აღმოაჩინეს. მისი სრულად ათვისების პირობებში, საქართველოს 8 წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეძლება. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის სენსაციური აღმოჩენა, თუმცა შედარებით მნიშვნელოვანია.

ქეთო გოგოხია
11.07.2022

საგზაო მაგისტრალებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართ სპეციალისტებს კითხვის ნიშნები აქვთ. პირველ რიგში, დარგის წარმომადგენლებს აინტერესებთ, ორგანიზაციული საკითხები მოძრაობის რეჟმთან დაკავშირებით და ხარისხი, რაზეც ერთპიროვნული პასუხი დღესდღეობით ოფიციალურ დონეზე არ არსებობს. მართალია,  უშუალოდ რიკოთის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას დრო და დრო მიეწოდება გარკვეული ინფორმაცია,  თუმცა რა იწვევს გაუსაძლის საცობებს და რეალურად რა მდგომარეობაა, ამაზე პროექტის დამკვეთი არ საუბრობს.

თამარ ვეფხვაძე
11.07.2022

„გლობალური მშვიდობის ინდექსი”, “ღია ბიუჯეტის ინდექსი” და „მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი“ - სამ საერთაშორისო ინდექსში საქართველომ პოზიციები მკვეთრად გაიუმჯობესა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია. ეს მორიგი მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობამ აჩვენა.

ქეთო გოგოხია
11.07.2022

საქართველოში დასევენება კატასტროფულად გაძვირდა. ხარჯები გაეზარდა როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას მაღალი ფასების გამო. თუმცა პრობლემა არა მხოლოდ სიძვირე, არამედ მომსახურების სერვისებია, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დაბალი ხარისხის და ფასებთან შეუსაბამოა. მარტო კვების ობიექტები წელს, წინა წელთან შედარებით, 70%-ით არის გაძვირებული, გაორმაგებულია ტრანსპორტის და განთავსების ობიექტების ხარჯი, მუზეუმსა და ნაკრძალებში ბილეთების ღირებულება და სხვა.

ქეთო გოგოხია
08.07.2022

ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესება საქართველოში საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას გამოიწვევს და სერიზოულად დააზარალებს ინფრასტრუქტურას, რომელიც ქართველი მილიარდერის აქტივებით არის შექმნილი. მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ქართველი სპეციალისტების დიდი ნაწილი სანქციების საკითხს  შვეიცარული ბანკის  მცდელობად მიიჩნევს და აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ბანკის მხრიდან გადასახადის გადახდისთვის თავის არიდებას, რის გამოც უსაფუძვლოდ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია.

თამარ ვეფხვაძე
08.07.2022

საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურება და რთული რელიეფი ხშირად ხელს უწყობს სხვადასხვა სახის სტიქიური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების (ძლიერი ნალექი, წყალდიდობა-წყალმოვარდნა, სეტყვა, თოვლის ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი და სხვა) ფორმირებას.

გვანცა წულაია
07.07.2022

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოდიან. სტატისტიკური მონაცემები, მარტიდან მოყოლებული, იზრდება და საქართველოში ყოველთვიურად სულ უფრო მეტი რუსი შემოდის. მოქალაქეების ნაწილი მეზობელი ქვეყნიდან სანქციების თავის არიდების მიზნით გამორბის, ნაწილი ჯარში გამოძახებას ერიდება, ნაწილი, როგორც ტურისტი საქართველოში ისე შემოდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო ფრთხილად არ უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ამდენმა რუსმა მოიყარა თავი.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×