რეზონანსი
06.05.2024

რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამხედრო წვრთნების მიზანია რუსული არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის დონის გაზრდა.

წვრთნები, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, უახლოეს მომავალში ჩატარდება და მათში სამხრეთ სამხედრო ოლქის სარაკეტო დანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას, კერძოდ, ჩართული იქნება ავიაცია, ასევე საზღვაო ძალები.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×