თამთა ჩაჩანიძე
27.06.2024

ბრიუსელში ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბლოკი საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, მანამდე სხვადასხვა წყაროებდან ცნობილი ხდება, რომ შემაჯამებელ პროექტში საქართველოს მიმართ ზომებზე არაფერია ნახსენები, მაგრამ არის გამაფრთხილებელი ჩანაწერი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, რომ „თავიანთ განზრახვებთან" დაკავშირებით განმარტებები გაკეთდეს.

ნატალია ჯვარიძე
27.06.2024

საქართველო ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს - 26 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა 4 ქულა დააგროვა და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნიის კი, ესპანეთს დაუპირისპირდება.

რეზონანსი
27.06.2024

(რეზონანსი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „შეშფოთებულია იმით, რომ საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სადავო პირობებში მიღება არ იყო იზოლირებული ფაქტი, არამედ კულმინაციაა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე," - ნათქვამია ასამბლეის მიერ ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში.

თამთა ჩაჩანიძე
27.06.2024

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელს და „ახალის" თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას უპირისპირდება - საქმე ეხება 26 ივნისის მელიას ვრცელ ინტერვიუს და მასში გაჟღერებულ განცხადებებს, რომელიც სააკაშვილს არ მოეწონა - პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ენმ-ს ყოფილი თამჯდომარე „ერთი-ერთში იმეორებდა" „ქართული ოცნების" გზავნილებს და კლიშეებს.

ნატალია ჯვარიძე
27.06.2024

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მოსკოვის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე მოქმედებებისგან დაცვის მიზნით, ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ხაზის აშენებისკენ მოუწოდეს.

თამთა ჩაჩანიძე
26.06.2024

„გავლენების კანონთან" დაკავშირებული დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, საქართველო ნატოს ვაშინგტონის 9-11 ივლისის სამიტზე მიიწვიეს, თუმცა, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიწვევა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ჯერ არ მიუღია. ვინ წარადგენს სამიტზე საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიხილოთ, თუმცა ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს. მიწვევის შესახებ არაფერს ამბობს არც საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ელზა პაპოშვილი
26.06.2024

დასავლეთი ფსონს ოპოზიციის ლიდერობაზე სალომე ზურაბიშვილზე დებს - ასეთი აღმა აქვს მმართველ გუნდს და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბრიუსელში 6 პარტიის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ განმტკიცებაა. თუმცა, მათი შეფასებით, დასავლეთი ცდება, როცა ქვეყნის შიგნით ნაკლებად რეიტინგულ პრეზიდენტზე ფსონს აკეთებს. ამ მოსაზრებას ანალიტიკოსთა ნაწილიც იზიარებს.

ქეთო გოგოხია
26.06.2024

საქართველოში აზარტული ბიზნესი მცირეხნიანი შეზღუდვის შემდეგ ისევ ფართოვდება. საკანონმდებლო ცვლილებით ამ ეტაპზე სექტორის გაძლიერება უცხოელების ხარჯზე მოხდება. როგორც აღმოჩნდა, მკაცრი რეგულაციების ფონზე გასართობმა ბიზნესმა მომხმარებლების საკმაო ნაწილი დაკარგა, უცხოელებიც კი სხვა ქვეყნებზე გადაერთდნენ. მდგომარეობის შეცვლას მთავრობა  ადგილობრივების დაცვით და უცხო ქვეყნების მოქალაქეების მოზიდვით ცდილობს, რაც იურისტების შეფასებით, დისკრიმინაციული მიდგომაა.

რეზონანსი
26.06.2024

ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება. თუმცა, თუკი ცვლილებების მიღებაზე მუშაობა მაინც გაგრძელდა, კომისიის რეკომენდაციაა მათი მოდიფიკაცია ისე მოხდეს, რომ „შესაძლებელი იყოს ერთსქესიანი წყვილების იურიდიული აღიარება“. ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, ეს დასკვნა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის სურვილს.

გვანცა წულაია
26.06.2024

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე ლარის მერყეობა უკვე ყოველდღიურად შეინიშნება. ამპლიტუდა 2-4 თეთრია, თუმცა ასეთი მოცემულობის მიუხედავად, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სავალუტო ბაზარზე რაიმე საგანგაშო არ ხდება და ეროვნული ბანკიც მდგომარეობას აკონტროლებს. 

ნატალია ჯვარიძე
26.06.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება. ანალიტიკოსების აზრით, ეს რუსეთიდან წამოსული მორიგი პროვოკაციული განცხადებაა, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ნატალია ჯვარიძე
26.06.2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში 25 ივნისს ძლიერი ქარიშხალი იყო, რომელსაც თან ახლდა ქარბორბალა. რის შედეგადაც დაზიანდა ალავერდის ტაძარი და ასევე ტაძრის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა. განადგურებულია ტაძრის ეზოში მრავალწლიანი ნარგავები. „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამას კლიმატის ცვლილებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი გამოკვეთილი ქარბორბალა პირველად დაფიქსირდა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×