რეზონანსი
10.05.2024

რა მოხდება საქართველოში, თუკი შეძლო ოპოზიციამ ქუჩის არევა? აუცილებლად იქნება ომი, უკრაინიზაცია! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, დღეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აწყობს როგორც რუსეთს, ასევე, დასავლეთს.

`თუკი ვინმეს მცირედით მაინც სჯერა, რომ ეს აქციები ან "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ, ან ევროპული გზისთვის არის, ცდება. ეს აქციები პირდაპირ ემსახურება "გლობალური ომის პარტიის" დღემდე აუხდენელ მიზანს - მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. ამას ვერ ათვიცნობიერებენ ის ახალგაზრდები, ვინც მართლა შეცდომაში შეიყვანეს და მოტყუებით, ოპოზიციის პოლიტიკურ ზრახვებს ემსახურებიან.

რა მოხდება საქართველოში, თუკი შეძლო ოპოზიციამ ქუჩის არევა? აუცილებლად იქნება ომი, უკრაინიზაცია! ხელისუფლების შეცვლა სწორედ იმისთვის სურთ დასავლეთიდან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან და ჩვენი ტერიტორია პლაცდარმად გამოიყენონ ცალკე რუსეთის და ცალკე ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამაზე არავინ ფიქრობს იმ მოქალაქეებიდან, ვინც დააჯერეს, რომ საქართველო მართლა რუსეთისკენ მიჰყავთ. საქართველო მიჰყავთ ომისკენ და ეს ომი დღეს აწყობს როგორც ჩვენს "მეგობარს", ასევე რუსეთს. ნუთუ ამის ანალიზი ასეთი ძნელია? ნუთუ ვერ ხვდებიან, რისთვის სწირავენ ქვეყანას იმ სისხლიანი რეჟიმის ლიდერობით?

საბედნიეროდ, ხელისუფლება ძლიერია და ამას არ დაუშვებს, მაგრამ ორმაგი წნეხის ქვეშ ყოფნა და ამას დამატებული, დასავლეთის და რუსეთის თანმხვედრი ინტერესები საქართველოში, ურთულესია. აქ გადამწყვეტი როლი სწორედ საზოგადოებას აკისრია - არ გაწირონ ქვეყანა გამანადგურებელი უკრაინიზაციისთვის.

უფალმა მისცეს ძალა ხელისუფლებას, რომ ამ ურთულეს პერიოდს თავი გაართვას და ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს" - წერს ჩიბურდანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×