რეზონანსი
10.05.2024

შვედეთის ქალაქ მალმეში დღეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ თავისი საკონკურსო სიმღერა, Firefighter-ს შეასრულა.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემის პროცესში ჟიური არ მონაწილეობდა.

სწორედ მაყურებლი გადაწყვეტილებით ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

11 მაისს ევროვიზია 2024-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ზედიზედ 7 წელი ვერ ახერხებდა ფინალში გასვლას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×