ელზა პაპოშვილი
14.07.2022

უკრაინის ომის 141-ე დღე - რუსმა აგრესორებმა რამდენიმე ქალაქი სასტიკად დაბომბეს, დაღუპულია ათობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ბავშვები. ყველაზე სასტიკი იყო თავდასხმა ქალაქ ვინიცაზე, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს და საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ძალიან დაშორებულია. აქ, ბოლო მონაცემებით, ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 ბავშვი. ამას გარდა, ბახმუტში რუსებმა „ურაგანის“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს, არის მსხვერპლი.  რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე ინტენსიურ იერიშებს განაგრძობს. ბახმუტში, დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. დაზიანდა დაახლოებით 8 საცხოვრებელი სახლი. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიაზეც. ორი რაკეტა კომერციულ ობიექტს დაეცა, შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. 

თეონა ვეშაგური
14.07.2022

საქართველოში არ არის შესაბამისი პოლიტიკური ფონი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირიც გვეუბნება, რომ ამას ვერ მოვახერხებთ 6 თვეში. მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდება, განსხვავებული შეხედულებები აქვს პრეზიდენტსაც, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი იგორ კვესელავა და ამატებს, აუცილებელია კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება.

თეონა ვეშაგური
14.07.2022

როგორც ჩანს, მიხვდნენ ევროკავშირში, რომ საჭიროა უფრო სიღრმისეული მუშაობა როგორც საქართველოში ისე საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდან. გამიხარდა ვადის გაზრდაც, რადგან შეუძლებელი იყო რამის მოსწრება 6 თვეში, - ამის შესახებ ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ახლა თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას"  წაადგება.

თეონა ვეშაგური
13.07.2022

უკრაინას პოლონური ჰაუბიცების „კრაბ"-ის ახალი პარტია მიეწოდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტერს არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე დანაკარგები აქვთ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ პოლონურ ჰაუბიცებს შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენონ რუს ოკუპანტებს. მისევე თქმით, დროულადაც მიუსწრო დასავლურმა შეიარაღებამ უკრაინულ მხარეს, რაც ფაქტიურად გაათანაბრებს ძალთა ბალანსს ფრონტის ხაზზე.

თეონა ვეშაგური
13.07.2022

„ფაქტია, რომ მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება რადგან არსად გაქრება ვირუსი. უკვე მიდის მუშაობა სამომავლოდ შეიქმნას უფრო სრულყოფილი ვაქცინა, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დამცველობითი იმუნიტეტი - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს. მისივე თქმით, დროდადრო იქნება მცირე აფეთქებები, თუმცა, ახლა არსებობს ვაქცინა და ანტივირუსული პრეპარატები, რის ფონზეც „კოვიდ 19" აღარ არის ისეთი საშიში, როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ.

ელზა პაპოშვილი
13.07.2022

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებში არ უერთდება, საკუთარ გეგმას ასაჯაროებს. საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

თეონა ვეშაგური
12.07.2022

ის, რასაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, არ არის მუშაობა. ამ თემაზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ნაკლებად რეალურია, რომ დეკემბრის ბოლოს, ან იმ წლის დასაწყისში შესრულდეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ელზა პაპოშვილი
12.07.2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ავრცელებს, რომელშიც „ქართული ოცნების" მმართველობაზე, პარტიის დამფუძნებელსა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს. ამბობს, რომ „კამპანიის ავტორებმა“ კეთილ ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ. მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ურჩევდა, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ამ წერილმა უმალ გამოიწვია რეაქცია ოპოზიციიდან. ზოგი მიიჩნევს, რომ თავად ეს წერილი არის ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულება, სხვები კი ივანიშვილს ჩრდილიდან გამოსვლასა და პოლიტიკაში ღიად დაბრუნებას ურჩევენ.

თეონა ვეშაგური
12.07.2022

უკვე აშკარაა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან პირველი პუნქტის შეუსრულებლობა, თუმცა ეს ვისი ბრალია, იმასაც კარგად ხედავენ ევროპაში - ამის შესახებ „ რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიცია იმავე სცენარით მოქმედებს, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტის დროს, რაც დააზიანებს მათ იმიჯს მათივე დასავლელი მოკავშირეების თვალში.

თეონა ვეშაგური
12.07.2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც „შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების კამპანიას" ეხმაურება, სადაც ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს ბიძინა ივანიშვილის კარნახით. „თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია - ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება," - აცხადებს ღარიბაშვილი.

რეზონანსი
12.07.2022

ამერიკელთა 60 პროცენტზე მეტი თვლის, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს მანამ, სანამ რუსეთი შეაჩერებს თავის შეჭრას. ეს დასკვნა გამომდინარეობს სოციოლოგიური კვლევის სამსახურის Rasmussen Reports-ისა და ახალი ამბების საიტი Human Events-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან.

თეონა ვეშაგური
11.07.2022

რუსეთის ფედერაცია ევროპის რეგიონს "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით შეუწყვეტს. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთის მხრიდან წამოსული ქმედებები არის ზეწოლა, რათა ევროპამ უარი თქვას რუსეთის ენერგომატარებლების ჩანაცვლებაზე.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×