გვანცა წულაია 30.04.2024
სურსათის უნვებლობის წესები საქართველოში ხშირად ირღვევა. ზოგ შემთხვევაში შენახვის პირობებია შეუსაბამო, ზოგ ჯერზე კი ვადაგასული საკვები იყიდება, ამიტომ შესაძლოა, პროდუქტის უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრდეს. სპეციალისტები ასეთ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და იმასაც ამბობენ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა საკმაოდ მოცულობითი უნდა იყოს.
|
გვანცა წულაია 30.04.2024
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. გარე თუ შიდა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ხერხდება და როგორც ეკონომისტები ამბობენ, თუკი არჩევნების გამო დაძაბულობამ პიკს არ მიაღწია, მაშინ ეკონომიკურ განვითარებას არანაირი საფრთხე არ ელის.
|
ქეთო გოგოხია 29.04.2024
საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე თამამად საუბრობენ და მათი შეფასებები, რეიტინგები, ასევე ოფიციალური სტატისტიკა ამ ფაქტს მოწმობს. ამჯერად სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები რეალურად იქმნება ქვეყანაში და ვისაც დასაქმება სურს და კომპეტენციაც გააჩნია, ამ მხრივ დაბრკოლებას ნაკლებად აწყდება.
|
ქეთო გოგოხია 29.04.2024
საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური ფაქტორების გავლენა ჯერჯერობით უმნიშვნელოა, განვითარების პროცესს ამ მხრივ პრობლემა ნაკლებად შეექმნება. მათ შორის იმდენად რეზონანსულ ფაქტორს, როგორიცაა ევროპარლამენტის მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც უვიზო რეჟიმის გადახედვაზეა საუბარი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გარკვეული დაბრკოლება შეიძლება იყოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამან ეკონომიკის განვითარების ტემპი დაამუხრუჭოს ან ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
|
ირმა ჩიტაია 29.04.2024
წინასააღდგომოდ მომსახურებისა და სურსათის ფასები კიდევ ერთხელ გადაიხედება. მართალია, ბიზნესი ირწმუნება, რომ პროდუქტი არ გაძვირდება, მაგრამ მომხმარებელი საპირისპიროს ადასტურებს. იზრდება როგორც სუფრის, ასევე მგზავრობის და გადაადგილების ხარჯიც.
|
ირმა ჩიტაია 25.04.2024
ქართული ავტობაზარი კვლავ პრობლემების წინაშეა. დილერების ნაწილი საგაზაფხულო სეზონის დადგომას პოზიტიურად ხვდება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ თუ სფეროში ძირფესვიანი ცვლილებები არ განხორციელდება, რყევა გაგრძელდება, რამაც შესაძლოა ბაზარზე როგორც ადგილობრივი რეალიზაციის, ასევე იმპორტისა და რეექსპორტის შემცირება გამოიწვიოს.
|
გვანცა წულაია 25.04.2024
ავიაკომპანიების ნაწილმა შესაძლებლობით ისარგებლა და გერმანიის მიმართულებით ფრენები გააძვირა. სიძვირის გამო ქართველი გულშემატრივრისათვის ევრო 2024-ის მატჩებზე დასწრება და საქართველოს ნაკრებისთვის ქომაგობა, გარკვეულწილად, პრობლემაა. ტურორატორების ნაწილი ინფორმაციით, როგორც ავიაბილეთები, ისე სასტუმრობს დაჯავშნა ამ ეტაპისთვისაც შესაძლებელია, თუმცა მეორე ნაწილის ამბობს, რომ ორივე კუთხით პრობლემაა.
|
გვანცა წულაია 25.04.2024
"ოფშორების კანონი” ქვეყანაში სპეკულაციის კიდევ ერთი თემა გახდა. კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღის წინ მიიღო, ითქვა, რომ საფინანსო სექტორში პრობლემებს გამოიწვევს. საქართველოს ეროვნული ბანკი კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავითარი ცვლილება არ მოხდება.
|
ქეთო გოგოხია 24.04.2024
ბოლო რამდენიმე დღეა, ლარის კურსი საგრძნობლად ირყევა. გარკვეულწილად ეს პროცესი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშიაა და წესით, გაუფასურებას არ უნდა იწვევდეს. დიდი ალბათობით, კომპანიებს და მსხვილ სუბიექტებს დოლარში გადაჰყავთ თავიანთი რეზერვები, რაც კურსზე ნეგატიურად მოქმედებს. მით უმეტეს, მომავალ კვირას ორივე მხარე (მმართველი პარტია და ოპოზიცია) აქციებს გამართავს, რაც არასტაბილურობის განცდას იწვევს.
|
გვანცა წულაია 24.04.2024
ადგილობრივი წარმოების პროდუქცია სავაჭრო ქსელებში ძალიან მცორე დოზით არის წარმოდგენილი. მონოპოლიასა და კორუფციაზე საუბრობენ ასოციაციებში. მათი ინფორმაციით, ქსელურ მარკეტებში ქართული პროდუქცია უმეტესად იბლოკება და უდიდესი აქცენტი იმპორტირებულ საკვებს ენიჭება.
|
გვანცა წულაია 23.04.2024
ავიაბილეთების ფასი, დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო მეტად ძვირდება. ასეთია მსოფლიო ტენდენცია, რომელსაც საქართველო არ ჩამოუვარდება. ქვეყანაში ჩამოსვა და საქართველოდან გამგზავრებაც მგზავრისთვის დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, ამიტომ ბილეთებზე ფასის ზრდა საბოლოო ჯამში ტურიზმზე ახდენს უარყოფით გავლენას.
|
გვანცა წულაია 23.04.2024
2023 წლისგან განსხვავებით წელს შესაძლოა, საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალი სრულად ვერ აითვისოს და ენერგოობიექტებს გაზაფხულსა და ზაფხულში ჭარბი წყლის დაღვრა მოუწიოთ. ამის მიზეზი თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და ფასების შემცირებაა. როგორც ირკვევა, მთავარ საექსპორტო ქვეყანაში მოთხოვნა 15%-ით არის დაკლებული, 1 კვტ/სთ-ს ფასი კი 6-7 ცენტამდე დაეცა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|