რეზონანსი
27.04.2024

ერთ-ერთ რეგიონში, საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჯარო მოხელე, საკრებულოს წევრი, ნებისმიერი თანამდებობის პირი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მის გადაწყვეტილებაში. სახელმწიფოსა და ხელისუფლების მხრიდან არანაირი ჩარევა და ზეწოლა არ ხდება ამ ადამიანების მიმართ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი სახელისუფლებო რგოლი არის ერთიანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის განწყობები, რაც არის თვითმმართველობებში. ეს არის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან და თვითმმართველობა ზუსტად გრძნობს ადამიანებს რა განწყობები აქვთ. ჩვენ შესაბამისად ვიღებთ ყველანაირ გადაწყვეტილებას.

ჩვენს მოსახლეობაში არის განწყობა - ღირსებით ევროპისკენ იმგვარად, რომ ჩვენ ერთგულები უნდა ვიყოთ ჩვენი ფასეულობების, ტრადიციებისა და სარწმუნოების. ჩვენი ევროინტეგრაცია რა თქმა უნდა გარდაუვალია", - აღნიშნა ტყემალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×