რეზონანსი
10.05.2024

საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

„[კანონის] დარღვევისთვის, ნებისმიერი ადამიანი პასუხს აგებს კანონის წინაშე. თუ მტკიცებულებები აქვთ, რომ მათ არაფერი დაურღვევიათ, ქვეყანაში არსებობს სასამართლო, გამოძიება და იქ ძალიან კარგად დაადგენენ, თუ არიან მართლები.

დაახლოებით 4 წლის წინ, კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს, კი არ დააკავეს. საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული", - გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×