ქეთო გოგოხია
03.06.2024

ბოლო წლებში აშენებული კორპუსების სიმტკიცე სერიოზულ ეჭვს იწვევს. კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათი  გარკვეული რაოდენობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, უსაფრთხოების რისკი მაღალია. საფრთხეზე აქამდეც მუდმივად იყო საუბარი, თუმცა ვაშლიჯვარში მომხდარი ინციდენტით ეჭვები საბოლოოდ დადასტურდა. ცნობილია, რომ მშენებლობის პროცესში უხარისხო მასალის გამოყენების გამო, ვაშლიჯვარში 5 წლის წინ აშენებული კორპუსი ავარიული გახდა და მოსახლეობის სასწრაფოდ გასახლება გახდა საჭირო.  

გვანცა წულაია
03.06.2024

ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, საქართველოს მშპ განუხრელად იზრდება. მიმდინარე პ

როცესებს ეკონომიკური განვითარება არ შეუფერხებია და თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ აპრილში ეკონომიკა თითქმის 12%-ით გაიზარდა. ამის გათვალისწინებით ეკონომისტები საქართველოს მეტად განვითარებას უწინასწარმეტყველებენ. 

ქეთო გოგოხია
03.06.2024

ქვეყანაში უმუშევრობა მცირდება, თუმცა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა მაღალი მიგრაციისა და შრომისუნარიანი მოქალაქეების სიმცირის გამო კვლავ არასახარბიელოა. ასეთ მოცემულობაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე დიდწილად სიმართლეა, თუმცა ემიგრაციის კუთხით ხელისუფლებას ბევრი აქვს სამუშაო.

ქეთო გოგოხია
31.05.2024

სოფლის მეურნეობა დღესდღებით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დარგია, რომელიც განუხრელ ზრდას აჩვენებს. ყველა ძირითადი პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად ახალი პროექტებიც ემატება. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში დიდი მიღწევებია როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდის, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. მეთხილეობაში, მეღვინეობაში, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების განვითარების, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მხრივ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან კარგ შედეგზე გავიდა.

გვანცა წულაია
30.05.2024

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ნელ-ნელა წინ მიიწევს. ამჯერად, მონაწილე ქვეყნებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა. ახლა კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს და დასკვნის შემდეგ სხვა ეტაპი დაიწყება. 

ირმა ჩიტაია
30.05.2024

პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ და დაპირებულმა სანქციებმა ყველაზე მეტად ეროვნულ ვალუტა დააზარალა. სიტუაცია უკვე დამცხრალია, ამიტომაც, სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პანიკა გადალახულია და ვითარებაც სტაბილურდება. უმოკლეს ხანში ეროვნული ვალუტა წონასწორული კურსისკენ სვლას დაიწყებს. 

 

 

ქეთო გოგოხია
29.05.2024

ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა შემცირდა, რაც გარკვეულწილად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობას შემოსავლები გაეზარდა, მაგრამ კეთილდღეობაზე ეს მაჩვენებელი ნაკლებად აისახა. ამის მიზეზი მსყიდველუნრიანობის კლებაა, რაზეც სოციოლოგები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ საეჭვოა, ტენდენცია გაგრძელდეს, ვინაიდან საარჩევნო წელია და ამ დროს ეკონომიკური პროგნოზები დიდწილად ვერ ამართლებs.

 

 

გვანცა წულაია
29.05.2024

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. 49%-იანი წილის მფლობელი კომპანია გამარჯვებულად რამდენიმე დღეში გამოცხადდება და პორტის მშენებლობა საბოლოოდ დაიწყება. მაშინ, როდესაც შუა დერეფნის გააქტიურებაზეა საუბარი, ანაკლიის პორტს არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ რაც უფრო მალე დაიწყება  განხორციელდება პროექტი, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

გვანცა წულაია
28.05.2024

საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა სულ უფრო მეტად ღრმავდება. ორ ქვეყანას შორის უკვე ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამასთან ერთად,  საქართველოს გავლით ჩინეთიდან თურქეთში სატრანზიტო ავტოგადაზიდვა დაიგეგმა, ამ ორ სიახლეს, სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკაში დადებითი სიახლის მოტანა შეუძლია. 

გვანცა წულაია
28.05.2024

გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასი ისევ დაეცა, თუმცა სხვაობა ამჯერად ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე კანონპროექტის მიღების პერიოდში. პარალელურად გაუფასურდა ლარიც, მაგრამ სხვაობა ამ შემთხვევაშიც ნაკლები აღმოჩნდა და თან "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე დაცემულმა კურსმა გამყარება გუშინვე დაიწყო.

ქეთო გოგოხია
27.05.2024

მსოფლიოში ბაზრებზე ხორბლის მოსავლის პროგნოზი შემცირებულია, რაც სტრატეგიული პროდუქტის ფასზეც აისახება. არასახარბიელო ტენდენციის კვალობაზე ქართული ბაზარი საკმაოდ მყარია და როგორც ხორბლის იმპორტის, ასევე ადგილობრივი მოსავლისა და პურის ფასთან მიმართებითაც, პრობლემა არ იკვეთება. სექტორში აცხადებენ, რომ პურის ფასის სტაბილურობა უზრუნველყოფილია და ამ მხრივ საფრთხე გამორიცხულია.

ქეთო გოგოხია
27.05.2024

ქართველი დიდმოხელეების მიმართ სანქციების შესაძლო დაწესება ეროვნული ვალუტისთვის მორიგი დიდი წნეხი აღმოჩნდა. როგორც კი მძიმე ინფორმაცია გახმაურდა, კურსმა მკვეთრი გაუფასურება განიცადა და დღესაც აჟიოტაჟური გავლენის ქვეშაა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სავალუტო ბაზარი მთლიანად პოლიტიკის მძევალი გახდა და სანამ ეს აჟიოტაჟი არ ჩაცხრება, ლარის კურსის დასტაბილურება რეალურად გაჭირდება, თუმცა ფინანსური ბაზარი სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×