ქეთო გოგოხია 08.07.2024
ქსელური მარკეტების უმეტესობას 24-საათიან რეჟიმში მუშაობას ვეღარ ახერხებს. კადრების დეფიციტის ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ასეთი მაღაზია დაიხურა. პრობლემა რეალურად მაღაზიების დახურვას არ უკავშირდება და უფრო სისტემუური ხარვეზია, რადგან ქვეყანაში სადღეღამისო სუპერმარკეტების მუშაობის საჭიროება არ არის. მით უმეტეს, როცა არც შესაბამისი ანაზღაურებაა და თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
|
ქეთო გოგოხია 08.07.2024
ანაკლიის პორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სექტორში კონკურენციისა და გავლენის სფეროების გადანაწილებაზე უკვე ალაპარაკდნენ. ფაქტს, რომ ფოთის პორტის განვითარება შეფერხდა, სპეციალისტები სწორედ ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ იგი ფოთს გაფართოების შესაძლებლობას ზღუდავს. რაც შეეხება ბათუმის პორტს, ის თავის სპეციფიკას ინარჩუნებს და ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების გამტარია საქართველოში. ამ ნიშას საბოლოოდ შეიცვლის თუ არა, სწორედ ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივაზე იქნება დამოკიდებული.
|
ქეთო გოგოხია 08.07.2024
ხორბლის მსოფლიო ბაზარზე ვითარება შეიცვლა. გაძვირებისკენ აღებული გეზი მოულოდნელად გაიაფებისკენ შებრუნდა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, პირველ რიგში, რუსეთის მიერ მცურავი ბაჟის გაანგარიშების მეთოდიკის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საბაზისო ფასი 19 000 რუბლამდე გაიზარდა. მეორე კი სეზონური ფაქტორია, როცა ბაზრის მეწარმეები ძველი მარაგების მოშორებას ცდილობენ და პროდუქცია ბაზარზე შედარებით ნაკლებ ფასში გამოაქვთ. როგორც კი მოთხოვნა-მიწოდების საკითხი დაბალანსდება, ფასიც დარეგულირდება, რაშიც დღევანდელი მაჩვენებლის შენარჩუნება ან უმნიშვნელო გაძვირება იგულისხმობა.
|
გვანცა წულაია 04.07.2024
მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ლარი თანდათან თავის კალაპოტს უბრუნდება. კურსი ეტაპობრივად მყარდება და ყოველდღიურად პოზიციებს იუმჯობესებს. როგორც ეკონომისტებმა განაცხადეს, სავალუტო ბაზარზე ყველანაირი ცუდი მოლოდინი განეიტრალებულია, ამიტომ ლარს არანაირი პრობლემა აღარ ელის.
|
ქეთო გოგოხია 04.07.2024
საზღვაო კურორტებს გამოცოცხლება დაეტყო. თუკი აქამდე აქდგილები ნაკლებად იჯავშნებოდა, ბოლო ორი კვირაა, მოთხოვნა გაიზარდა და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები კურორტებზე გამოჩნდნენ. სასტუმროებში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, მინიმუმ 30-40%-იანი მატება იქნება. წელს ტრადიციულად აჭარის საზღვაო კურორტები გამოირჩევიან. სამეგრელოში ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა და ძირითადად ადგილობრივები ისვენებენ. ანაკლიის შემთხვევაში, ამის მიზეზი კურორტის დაბალი ცნობადობაა.
|
გვანცა წულაია 03.07.2024
მომდევნო წლიდან ტექნიკური დათვალიერების საფასური, სავარაუდოდ, გაიზრდება და ავტომობილის მფლობელებს 60 ლარის ნაცვლად, 90 ლარის გადახდა მოუწევთ. დახარვეზების შემთხვევაში კი საფასურს კიდევ 20 ლარი დაემატება. ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ მძღოლების ნაწილი ტექინსპექტირებაზე უარს ამბობს, ამიტომ საინტერესოა, გადასახადის მომატება, დამატებითი წნეხი ხომ არ იქნება ამ მიმართულებით.
|
გვანცა წულაია 03.07.2024
ივნისის თვეში ინფლაცია საგრძნობლად გაიზარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 2.2% შეადგინა, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი მონაცემია. საქართველოში ინფლაციური მოლოდინი შეიცვალა, ამიტომ ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ წლის ბოლოსთვის იგი სამიზნე მაჩვენებელს გასცდება, რაც პრობლემა იქნება.
|
გვანცა წულაია 02.07.2024
რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე გაუქმებული აკრძალვა ივლისშიც გაახანგრძლივა. წინა გადაწყვეტილებით, ექსპორტზე მოსხნილი დროებითი აკრძალვა 1-ელ ივლისამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა დადგენილება კიდევ ერთხელ შეიცვალა, რომელმაც მთელი თვე მოიცვა.
|
გვანცა წულაია 02.07.2024
უკრაინას ქართველი მეღვინეების დასანქცირება სურს, რისი მიზეზიც რუსეთთან ვაჭრობაა. მაშინ, როდესაც რუსეთთან მთელი მსოფლიო ვაჭრობს, უკრაინას პრობლემა რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან აქვს. როგორც ჩანს, ზელენსკის მთავრობას საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ქვეყნისადმი სხვა ინტერესი არსებობს.
|
ქეთო გოგოხია 01.07.2024
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ექიმებსა და მედიკამენტებზეა დამოკიდებული. კვლევების გარეშეც, კლინიკების და სააფთიაქო ქსელების საქმიანობის თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ექიმებსა და სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა კატასტროფულად მატულობს. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ექიმების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რაც ცხოვრების განსხვავებულ წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. ფაქტობრივად, ექიმებში სიარული და წამლების მოხმარება ცხოვრების წესად იქცა, რასაც სარგებლის ნაცვლად, ადამიანებისთვის ზიანი მოაქვს.
|
გვანცა წულაია 01.07.2024
საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში დამაჯერებლად იზრდება. სტატისტიკური ციფრები, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ასახავს, მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტეროა, რამდენად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა მშპ-ს ზრდას ან როდის იგრძნობენ ციფრებში გამოხატულ წინსვლას უშუალოდ მოქალაქეები?
|
ქეთო გოგოხია 01.07.2024
რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა ნაწილობრივ გაიხსნა. როგორ განვითარდება მომავალში და რა შესაძლებლობები ექნება ენერგეტიკულ სექტორს ბირჟის ამოქმედებით, დიდწილად იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს პოზიციაზე, რამდენად ჩაერევა მისი მუშაობის პროცესში და ექნება თუ არა დამოუკიდებლად ფუნქციობის შესაძლებლობა. ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს. შესაბამისად, გაუგებარია, რა შეღავათი ექნება სექტორს. ცხადია, ენერგეტიკული ბირჟა სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შესაძლებელია ინვესტიციები მოიზიდოს და გენერაციის ობიექტებისა და გამომუშავების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|