რეზონანსი
09.05.2024

მოქალაქე ნესტან ანანიძე Facebook-გვერდზე წერს, რომ მაისურზე რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერის გამო პოლიციამ კიკვიძის პარკის დატოვება მოსთხოვა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის პარკში ვარჯიშობდა, სადაც პარალელურად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება იმართებოდა. როგორც ფორმულასთან ანანიძე ჰყვება, მას შემდეგ, რაც პოლიციელს საკუთარი უფლებები განუმარტა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვარჯიშისას რამდენიმე პოლიციელი აკვირდებოდა.

"მე ყოველთვის ვვარჯიშობ კიკვიძის პარკში, იმიტომ, რომ ჩემს სახლთან ახლოს არის და კარგი სივრცეა. ჩვეულებრივად გავედი და მე ამ სივრცესაც ვიყენებ იმ იდეის და პროტესტის გამოსახატად, რაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში და მაისურს ვიცვამ ხოლმე ვარჯიშის დროს. როცა ერთ ადგილას გავჩერდი და იქ ვვარჯიშობდი, მოვიდა პოლიციელი და მითხრა, რომ დამეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია. მე პროფესიით იურისტი ვარ და ვიცი ჩემი უფლებები. ვუთხარი, რომ ეს იყო საჯარო სივრცე და მე მქონდა იქ ყოფნისა და ვარჯიშის უფლება. ამაზე არაფერი უპასუხია, დამტოვა და შემდეგ უკვე ის პოლიციელი, ვინც ეს მითხრა, სხვა პოლიციელები შეუერთდნენ მას და მთელი ვარჯიშის პროცესში, დილის 10:00 საათი იყო დაახლოებით, მთელი 20 წუთის განმავლობაში მაკვირდებოდნენ ადგილზე", - ამბობს ანანიძე ფორმულასთან.

მისი თქმით, ნათელია, რომ რუსული კანონის მიღების გარეშეც პოლიცია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს კონსტიტუციურ უფლებასა და საჯარო სივრცეში გადაადგილებას უზღუდავს.

"გვაქვს და წარმომიდგენია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონს მიიღებენ", - აღნიშნავს ის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×