რეზონანსი
21.09.2026

 ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, დაახლოებით 80 წლის ქალს დაეჯახა. შემთხვევა 19 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნ. ფ., ზებრაზე გადადიოდა, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

„მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა, ქალბატონს შეხედა, შემდეგ კვლავ ჩაჯდა მანქანაში და შემთხვევის ადგილიდან წავიდა", - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევის შედეგად ქალბატონი ნანული მძიმე მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ის კომაში იმყოფება და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტს ესაჭიროება III დადებითი სისხლის ჯგუფის სისხლი.

მსურველებს სისხლის ჩაბარება ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო ცენტრში შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×