ქეთო გოგოხია 11.07.2022
![](rubrics/rubs3/artc161208/a1657550957.jpg)
საქართველოში დასევენება კატასტროფულად გაძვირდა. ხარჯები გაეზარდა როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას მაღალი ფასების გამო. თუმცა პრობლემა არა მხოლოდ სიძვირე, არამედ მომსახურების სერვისებია, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დაბალი ხარისხის და ფასებთან შეუსაბამოა. მარტო კვების ობიექტები წელს, წინა წელთან შედარებით, 70%-ით არის გაძვირებული, გაორმაგებულია ტრანსპორტის და განთავსების ობიექტების ხარჯი, მუზეუმსა და ნაკრძალებში ბილეთების ღირებულება და სხვა.
|
თეონა ვეშაგური 11.07.2022
![](rubrics/rubs2/artc161204/a1657548610.jpg)
რუსეთის ფედერაცია ევროპის რეგიონს "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით შეუწყვეტს. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთის მხრიდან წამოსული ქმედებები არის ზეწოლა, რათა ევროპამ უარი თქვას რუსეთის ენერგომატარებლების ჩანაცვლებაზე.
|
თეონა ვეშაგური 11.07.2022
![](rubrics/rubs2/artc161185/a1657537372.jpg)
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა. პოლიტოლოგი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინას იმ შემთხვევაში ექნება კონტრშეტევების გასახორციელებლად შესაბამისი რესურსი და ძალა თუ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევენ დასავლელი პარტნიორები.
|
ელზა პაპოშვილი 11.07.2022
![](rubrics/rubs29/artc161221/a1657558656.jpg)
ომის დაწყებიდან 138-ე დღეს, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი რჩება. ქალაქზე თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ოკუპანტების სამიზნე გახდა ქალაქის ერთ-ერთი სკოლაც - შენობა მთლიანად განადგურდა.
|
თეონა ვეშაგური 10.07.2022
![](rubrics/rubs2/artc161135/a1657453581.jpg)
უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ ტერიტორიის დასატოვებლად და აანონსებს მძიმე ბრძოლებს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინას უკვე აქვს საკმარისი რესურსი და ახალი თანამედროვე შეიარაღება წარმატებული კონტრშეტევების გასახორციელებლად.
|
თეონა ვეშაგური 10.07.2022
![](rubrics/rubs2/artc161139/a1657457761.jpg)
ინდონეზიაში "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დიპლომატებმა სერგეი ლავროთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს, რამაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გაანაწყენა.
|
ელზა პაპოშვილი 10.07.2022
![](rubrics/rubs5/artc161115/a1657439140.jpg)
თბილისში, უროთი ქმრის მიერ მოკლული 58 წლის ქალი მორიგი მძიმე ფემიციდის სტატისტიკის ნაწილია. მეზობლები მომხდარი მძიმე ფაქტის ახალ დეტალებზე ყვებიან. მათი ინფორმაციით, ქალი ქმარმა მძინარე საწოლში მოკლა, ხოლო ფაქტს მათი ქალიშვილი შეესწრო, რომელიც შეშინებული გაიქცა და ტელეფონზე ძმასთან დარეკვა შეძლო.
|
ელზა პაპოშვილი 09.07.2022
![](rubrics/rubs29/artc161085/a1657378681.jpg)
უკრაინის ომის 136-ე დღე - ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს, არის მსხვერპლიც, ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
|
ელზა პაპოშვილი 08.07.2022
![](rubrics/rubs29/artc161040/a1657303746.jpg)
მმართველი გუნდი ოპოზიციურ სპექტრს კვლავ მათთან მუშაობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ის პარტიები რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ 12 პუნქტის შესრულებაში, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ. "ქართულ ოცნებაში" ასევე აცხადებენ,რომ თანამშრომლობაზე უარის თქმა, პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც რადიკალური ოპოზიციის მიზანია.
|
ქეთო გოგოხია 08.07.2022
![](rubrics/rubs3/artc160946/a1657214039.jpg)
ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესება საქართველოში საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას გამოიწვევს და სერიზოულად დააზარალებს ინფრასტრუქტურას, რომელიც ქართველი მილიარდერის აქტივებით არის შექმნილი. მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ქართველი სპეციალისტების დიდი ნაწილი სანქციების საკითხს შვეიცარული ბანკის მცდელობად მიიჩნევს და აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ბანკის მხრიდან გადასახადის გადახდისთვის თავის არიდებას, რის გამოც უსაფუძვლოდ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია.
|
რეზონანსი 08.07.2022
![](rubrics/rubs5/artc161015/a1657291907.jpg)
სანამ საქართველოში მონიტორინგის კომისია არ ჩამოვა და სიტუაციას არ შეაფასებს, იქამდე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე საუბარი სერიოზული არ იქნება, აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 08.07.2022
![](rubrics/rubs29/artc161006/a1657284757.jpg)
შესაძლოა პუტინი კიევზე ახალი თავდასხმისთვის ემზადება და ის 24 თებერვალს ომის პირველი ფაზის ჩავარდნილი გეგმის გამეორებას აპირებს, რომლის დროსაც კიევის აღება და მისი ხელისუფლების დამხობა ჰქონდა ჩაფიქრებული. ამას კი ბელარუსთან ერთად დაიწყებს და საერთო ძალებით კიევს ჩრდილოეთიდან შეუტევენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|