ელზა პაპოშვილი
17.05.2024

საქრათველოში სიტუაციის დაძაბვასთან და დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის პარალელურად, კრემლმა პროპაგანდისტები აამოქმედა. ამ დღეების განმავლობაში ისინი ერთმანეთის მიყოლებით  ეხმაურებიან რუსთაველის  გამზირზე მიმდინარე აქციებს და ამბობენ, რომ დასავლეთი საქართველოში რევოლუციის მოწყობას ცდილობს. უფრ მეტიც, თითქოს და საქართველოს მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს ამის შესახებ რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე", გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამის შესახებ მას საუბარი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან ჰქონდა.

ნატალია ჯვარიძე
17.05.2024

„ვფიქრობ, რომ პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება. საპროტესტო აქციები არჩევნებამდე გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს. ხელისუფლების თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ დასხდნენ და მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ საკითხი," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.05.2024

„ოპოზიცია ორცხეცხლშუაა", „ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს" - აცხადებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები კითხვაზე, „გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეთა პროტესტში ოპოზიციის უშუალო ჩართვა რა პროცესებს გამოიწვევს. თავად ოპოზიციონერები კი ამბობენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ „უნდა გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი, იმის დემონსტრირებით, რომ ხალხის ნება ურყევია".

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2024

საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფენერციაზე.

ელზა პაპოშვილი
16.05.2024

არსებობს თუ არა ქვეყანაში პროცესების განმუხტვის შანსი და ვინ ან რამ შეიძლება ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს? პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ობრაიენის მოწოდებისა, არ გეგმავს ვეტოში შენიშვნები დაწეროს, რადგან „ოცნების თამაშში“ შესვლას არ აპირებს. 

თუმცა „გავლენების კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. ობრაიენის მიერ დატოვებულ კანონის კორექტირების შანსებს, ემატება შანსი ვენეციის კომისიიდან. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს სრულად გაითვალისწინოს კომისიის რეკომენდაციები, იგივეს ამბობს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და კონსტრუქციული დიალოგის იმედი კიდევ აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2024

მთავრობამ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 17 მაისი უქმედ გამოაცხადა. პარასკევს დილით, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის ტაძარში შეიკრიბება, იქიდან მსვლელობას მოაწყობენ სამების ტაძრამდე. ამასთან, არ ჩერდება „გავლენების კანონის" მოწინააღმდგეთა პროტესტი. 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ ლგბტ თემის წევრებიც, თუმცა წელს რა იგეგმება უცნობია. 

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე სულ უფრო მოხშირდა დასავლელი ლიდერების ვიზიტები - თბილისს ესტუმრნენ აშშ-ს, გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის მაღალი თანამდებობის პირები. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვიზიტები გაგრძელდეს, თუმცა, დასავლელი პარტნიორების მთავარი სათქმელი უკვე ითქვა.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2024

პერმანენტული აქციებისა და ქვეყანაში მიმდინარე ცხელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე, პროდასავლური გაერთიანების ფორმირების კონტურები იკვეთება - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმი იქნება და აპირებს წინ წაუძღვეს „პროევროპულ ფრონტს, არა პირდაპირი ჩართულობით, არამედ იქნება „პროდასავლური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი".

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, სულ უფრო რეალური გახდა როგორც ზოგადად საქართველოსთვის, ასევე კონკრეტულად ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგნელებისთვის დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ობრაიენმა ამაზე ღიად ისაუბრა.

ელზა პაპოშვილი
14.05.2024

დიდი შიდა ვნებათაღელვის და მწვავე საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, მმართველმა თავისი გატანა - პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოსმენით მიიღო. ამას უკვე მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი შეფასებები დასავლეთის ქვეყნების არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენელთა მხრიდან. თბილისში კი ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო როგორც პარლამენტში, ისე რუსთაველზე.

ელზა პაპოშვილი
14.05.2024

ვინ არიან თბილისში აქციაზე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და რა ვიცით მათ  შესახებ? 13 მაისს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 20 ადამიანს შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა - ერთი რუსეთის, ერთი მოლდოვისა და ორი აშშ-ის.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2024

გადამწყვეტი კვირა დასავლელი ლიდერების ვიზიტებით დაიწყო, ორშაბათს დილით საქართველოს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვია, ამავე საღამოს თბილისს სტუმრობს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო ბრაიენი.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×