ნატალია ჯვარიძე 17.11.2026

ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ „შაბათის მარშს" ერთ-ერთი აქტივისტი შიდა უთანხმოებისა და გაუმჭვირვალობის მიზეზით ემიჯნება. ხელისუფლების ოპონენტების გარკვეული ნაწილი მის პოზიციას იზიარებს. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ აქციებს აზრი დაეკარგა. ექსპერტთა შეფასებები განსხვავებულია - ნაწილი ამას ინდივიდუალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ მარშმა თავი ამოწურა.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.11.2026

3 დეკემბერს, ლუგანოში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რომელი ქვეყანა ჩაიბარებს ორგანიზაციის თავმჯდომარეობას 2027 წელს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე სამი კვირით ადრე ვითარება კვლავ ჩიხშია. თავმჯდომარეობისთვის მთავარი ბრძოლა კვიპროსსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს - კვიპროსის კანდიდატურას ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უჭერს მხარს, თუმცა მას თურქეთი ბლოკავს, საქართველოს კანდიდატურას კი ევროპული ქვეყნების ნაწილი ეწინააღმდეგება.
| |
ქეთო გოგოხია 16.11.2026

საქართველოში საბინაო კრიზისის რისკია. ეს პროცესი ევროპაში უკვე დაწყებულია და მოსახლეობის უკმაყოფილების და გამოსვლების მიზეზიც გახდა. ამის მიზეზი უძრავი ქონების ფასების მკვეთრი ზრდაა, რის გამოც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის ბინებზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად შეიზღუდა. იპოთეკური სესხების ვადა 15-20 წლამდე პერიოდს მოიცავს და სამომავლოდ კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ფასების მკვეთრი მატებაა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონალურ დასახლებებში.
|
ქეთო გოგოხია 16.11.2026

ბოლო 3-4 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის გაიაფების პირველი ნიშნები გამოჩნდა. გლობალურ ბაზრებზე ფასების მკვეთრი კლების ფონზე საწვავი ჯერჯერობით მხოლოდ 5-10 თეთრით გაიაფდა. მოლოდიონია, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში კიდევ შემცირდება ფასი, თუმცა რა მაჩვენებლით, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით კი ბაზარზე ფასების ერთბაშად 40–50 თეთრით დაკლების რეალური შესაძლებლობა არსებობს.
|
ირმა ჩიტაია 16.11.2026

დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად მერის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ - „კენტი და ლუწის ნომრების“ სისტემის ან ფასიანი ზონების შემოღების შესახებ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პრაქტიკა მსგავს მიდგომებს იცნობს, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თბილისში ეს მეთოდი მოსახლეობისთვის დიდი თავისტკივილი იქნება, მით უმეტეს, რომ მრავალი ოჯახისთვის ავტომობილი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
| |
ნატალია ჯვარიძე 16.11.2026

ესტონეთი კედლებს აშენებს, თუმცა, ისტორიამ უკვე აჩვენა, რომ მსგავს ქმედებებს კარგი არასდროს არაფერი მოუტანია - ასეთი გადაწყვეტილებების ავტორებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ესტონეთი კედლებს აშენებს. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ბევრ ქვეყანას აუშენებია კედლები, რომლებსაც ამ კედლების ავტორებისთვის კარგი არაფერი მოუტანია", - აღნიშნა პესკოვმა.
| |
ნატალია ჯვარიძე 16.11.2026

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე დაყრდნობით ავრცელებს. "მტერმა დარტყმა განახორციელა. ამის გამო, მოძრაობა დაახლოებით შუადღემდე შეიზღუდება", - აღნიშნა აქსიონოვმა.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.11.2026

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ახალი საკომუნიკაციო არხი უკვე ამოქმედდა და გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დამყარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი შეხვედრის გამართვასაც უახლოეს პერიოდში პროგნოზირებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს, სავარაუდოდ, ძალიან მალე შეხვდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. მეცამეტე სხდომაზე სასამართლოს წინაშე "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები წარსდგნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|