თამთა ჩაჩანიძე 07.03.2024
უმრავლესობაში არასამთავრობო ორგანიზაციების თემა კვლავ გააქტიურდა - მმართველი პარტია მოითხოვს, დონორებმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასება შეწყვიტონ, რომელთა სახსრები „პარტიულ ჯიბეებში მიდის". ამ თემის წამოწევას წინ უძღვოდა ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ხელმძღვანელის კენ ვოლაკის განცხადება, სადაც ამბობს, რომ თუ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, „ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არის".
|
ელზა პაპოშვილი 06.03.2024
აჭარის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის შვილის დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თამარ გუდავამ , რომლის 20 წლის შვილსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ედავება, თანამდებობა 5 მარტს დატოვა. გამოძიების ინფორმაციით კი, ამოღებულია აკრძალული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მეგობართან ერთად ნარკოტიკები თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში ე.წ. ლოკაციაზე დადო, ფოტოები მყიდველს გადაუგზავნა, რის შემდეგაც მოვლენები დრამატულად განვითარდა.
|
ელზა პაპოშვილი 02.03.2024
თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - რა გახდა 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. რუსთავში, თორდიას ქუჩაზე მე-8 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა თუ გადმოაგდეს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა.
|
ელზა პაპოშვილი 29.02.2024
ლილოში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს - ხელბორკილები 21 წლის ოთარ ცინდელიანს მაშინ დაადეს, როცა ის სვანეთში წასვლას აპირებდა. პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გავიდა. გოგონას ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასევე ოჯახის ახლობელი იყო, მას ფულის გამოძალვის მიზნით აშატაჟებდა.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2024
თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლლეობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 22 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდა კაცს, პოლიცია ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 22 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც საამქროსთან ახლოს, ლილოს დასახლებაში იპოვეს, მამამ ამოიცნო. ქეთი ჯავახიშვილის ცხედარს დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნება. როგორც თვითმხილველები „რეზონანსს“ უყვებიან, გოგონა მავთულით ხელებშეკრული იყო. მას დანა ზურგის და ყელის არეში ჰქონდა ჩარტყმული.
|
ელზა პაპოშვილი 27.02.2024
პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე, ნეპალელი 28 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცმა მიაყენა.
|
ელზა პაპოშვილი 26.02.2024
პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
|
ელზა პაპოშვილი 24.02.2024
კიდევ ერთი შანტაჟი და მუქარა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მეგობარი მამაკაცი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის გავრცელებით აშანტაჟებდა. ირკვევა, რომ ქალი ყოფილი პარტნიორისგან, რომელიც ნიგერიის მოქალაქეა, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა, კაცმა მისი შანტაჟი დაიწყო - თუკი ქალი ურთიერთობას შეწყვეტდა, ის ამ ვიდეო და ფოტო მასალას, რომლის დიდი ნაწილი ფარულად იყო მოპოვებული, მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნათესავებს გაუგზავნიდა.
|
ელზა პაპოშვილი 23.02.2024
რატომ გაიმეტა შვილმა თბილისში მამა მოსაკლავად? - გლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. მეზობლები გამოცემასთან ყვებიან, რომ მამის მკვლელობისთვის დაკავებული 28 წლის კაცი რამდენჯერმეა ნასამართლევი და მას გარეთ იშვიათად ხედავდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 22.02.2024
მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - პოლიცია ნარკორეალიზატორების კვალზე გავიდა. დაკავებები ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში მიდის. ბათუმში, ქუთაისში, სამეგრელოში დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აიყვანეს როგორც ე.წ. კურიერები, ასევე „ბარიგები“, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციის ქსელს აკონტროლებდნენ. სპეცოპერაცია ასევე თბილისში, ავჭალაში და სოფელ გლდანში ჩატარდა.
|
ელზა პაპოშვილი 21.02.2024
გახმაურებული კრიმინალური ფაქტი თბილისში - პირს, რომელმაც თავისი მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ფაქტი 2023 წლის 12 ივნისს მოხდა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმმიზნით, რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
|
რეზონანსი 20.02.2024
საქართველოში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების გააქტიურებაა მოსალოდნელი და ეს სავარაუდოდ კავშირშია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან - ამის შესახებ ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" საუბრობს და ასახელებს კონკრეტულ ზონებს, სადაც მოსალოდნელია მეწყერი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|