რეზონანსი
16.05.2024

რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, ქმარსა და ცოლს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა, რა დროსაც 50 წლამდე ქალმა 70 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

კაცს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით ქალი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×